დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ფიქრობს საკრებულო გათავისუფლებული პედაგოგების ბედზე?
2011/01/31 12:48:34

ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული პედაგოგების თემა ერთ-ერთი აქტუალური გახლდათ 26 იანვარს საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ბაგა-ბაღის უკვე ყოფილი  პედაგოგი. ერთ-ერთი მათგანის, ცალვინა ბერაძის  განცხადებით: „10 დღეა ქუჩაში დავდივართ და ვერ მოვახერხეთ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრა, უშუალოდ ვისაც ბაგა-ბაღის კურირება ევალება - მაია პაქსაძესთანაც ვიყავით, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქცია. დღეს კი, რადგანაც დასწრება თავისუფალია და უარს ვერ გვეტყოდნენ, ქალაქის საკრებულოს მივმართავთ, რომ მოესმინათ. დაპირებები არის, მაგრამ შედეგი რა იქნება, დაპირებული შეხვედრის შემდეგ გვეცოდინება“.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა: „ყველა სფეროში რეფორმა ძალიან მტკივნეულია და გაცილებით უფრო მძიმე - განათლების სისტემაში. რეფორმა გაგრძელდება, მაგრამ ამ პედაგოგებს აუცილებლად მოვუსმენთ და რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, შესაბამის სამსახურებს დაევალათ მათთან შეხვედრა და ეს დღესვე მოხდება“.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ სულიკო ბენდელიანმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში შემდგომ აღნიშნა:

„შეხვედრა მართლაც შედგა საკრებულოს თავმჯდომარესთან და ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელთან, თუმცა აღდგენაზე და მომდევნო ექვსი თვის ხელფასზე საუბარი არ ყოფილა, მხოლოდ ერთი თვის ხელფასს დაგვპირდნენ კომპენსაციის სახით. ჩვენს შორის იყო ერთი პედაგოგი, რომელსაც მატერიალურად ძალიან უჭირდა და მას ფულადი დახმარება აღუთქვეს. რა იქნება სამომავლოდ - ყველა დაეთანხმება ამ შემოთავაზებას, თუ არა, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია სამსახურიდან ასეთი გამოშვებით უდიდესი მორალური ზიანი მოგვაყენეს, რომელსაც ვერანაირი თანხა ვერ გადასწონის“.

 

საკრებულოს ამავე სხდომაზე ძალაში შევიდა გადაწყვეტილება სპორტულ სკოლებში რეორგანიზაციის შესახებ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა ამ საკითხთან დაკავშირებით, რეორგანიზაციას სპორტული სკოლების პედაგოგებისა თუ სხვა მომსახურე პერსონალის გათავისუფლება მოჰყვება. ამ წინადადებას უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია