დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მოისყიდა თუ არა „ნაცინალურმა მოძრაობამ“ ქუთაისის საკრებულოს წევრები?
2013/01/21 11:15:33

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ქდმ-ს წევრმა გოგიტა გოგელაშვილმა ცოტა ხნის წინ ფრაქცია დატოვა და „ნაციონალებში“ გადაბარგდა. მას ამისათვის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მადლობა პირადად გადაუხადა. „ის, რომ თქვენ ზეწოლის არ შეგეშინდათ და თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, თავისთავად მომავლის იმედით მავსებს, იმიტომ, რომ ყველანაირი სიძნელე დროებითია. ყველაფერი უკან შემოტრიალდება და თავის რიგზე დადგება,“ – აღნიშნა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს კი ფრაქციის ლიდერი მამუკა მღვდელაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ საკრებულოს წევრი „ნაციონალებში“ გადაბარგებისთვის არამარტო სიტყვიერი მადლობით „დააჯილდოვეს“. მღვდელაძის ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გოგიტა გოგელაშვილს „ვითიბი ბანკში“ ანგარიში გაუხსნა. მღვდელაძე ფიქრობს, რომ „ნაციონალები“ ცდილობენ მათ ფრაქციაში საკრებულოს წევრები მოსყიდვით გადაიბირონ.

ბრალდებას ახლადგანაციონალებული საკრებულოს წევრები არასერიოზულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათი ფრაქცია „ნაციონალებში“ გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ მათივე სურვილით მოხდა.

 (ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია