საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი იმერეთში მეწარმეებს შეხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/19 14:34:16

საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დღეს იმერეთში მეწარმეებს შეხვდნენ. ეს შეხვედრა სამრეწველო პალატის ახალი კამპანიის ,"გაეცანი წარმოებას", ფარგლებში გაიმართა.


სტუმრებმა თავდაპირველად მეფუტკრეების პრობლემები მოისმინეს. გიორგი მიშელაძის თქმით, მნიშვნელოვანია იმ მიზეზის გამოვლენა, რის გამოც მეწარმეები დაზარალდნენ, რათა სახელმწიფომ შესაბამისი ზომები მიიღოს და დახმარება აღმოუჩინოს.

დღესვე სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ქუთაისში მდებარე საწარმო "ემჯიემტექსს" ესტუმრა."ემჯიმემტექსი" ტექსტილის და ტანისამოსის მწარმოებელი საწარმოა, რომელსაც საკუთარი ნაწარმი ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გააქვს. აქ ამ ეტაპზე 250 ადგილობრივია დასაქმებული. აღნიშნული საწარმო ქართულ-რუმინული ინვესტიციაა,რომელიც სამი მილიონი ლარით დაფინანსდა.

 

კამპანიის "გაეცანი წარმოებას"ძირითადი მიზანი ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია და საქათველოში მოქმედი საწარმოების საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობაა. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბიზნეს სექტორისთვის აქტუალურ პრობლემატიკას გაეცნობიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 94
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია