დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩემთვის პრიორიტეტი მასწავლებელთა უფლებების დაცვა იქნება,“ აცხადებს პედაგოგთა პროფკავშირის ახლადარჩე
2010/11/29 14:06:47

ქუთაისის ადამიანის უფლებათა სახლში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ახლადარჩეული თავმჯდომარე მაია კობახიძე ადგილობრივ პედაგოგებსა და მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მის კანონიერად არჩევის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, თუმცა შეხვედრაზე არ მოვიდა პროფკავშირების ქუთაისის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ხათუნა არველაძე.

„ჩემს წინააღმდეგ განწყობილ ადამიანებს არ აქვთ კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტები - რატომ არ უნდა ვიყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. 205 დელეგატიდან 111 ხმით მე ამირჩიეს, ამიტომაც მათ შეუძლიათ დოკუმენტების გადასამოწმებლად სასამართლოს მიმართონ. ამ ეტაპზე ორგანიზაცია დალაგების პროცესშია, შევხვდი ხონის, სამტრედიის პედაგოგებსა და ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი დღეს შეხვედრაზე არ მოვიდა, რაც მისი პიროვნული გადასაწყვეტი იყო, ის შეუერთდა ჩვენს მიმართ ოპოზიციურად განწყობილ წევრებს. რაც შეეხება ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს, ჩემთვის პრიორიტეტი მასწავლებელთა უფლებების დაცვა იქნება,“ - განაცხადა მაია კოახიძემ.

„განათლების სისტემაში მიმდინარე ახალი რეფორმების დროს, განსაკუთრებით დღეს გვჭირდება დაცვა, თუმცა ცდილობენ, განხეთქილება ჩამოაგდონ და მასწავლებლები სხვადასხვა ორგანიზაციებში, ე.წ. სინდიკატებში გააწევრიანონ, რომელიც მხოლოდ მასწავლებელთა გადამზადებას ახდენს და არ იცავს მათ უფლებებს, ხოლო იქ საწევრო გადასახადი ფიქსირებული ხელფასიდან პროცენტ ნახევარია. მე გადამზადების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ დაიშალოს ერთ დროს ძლიერი პროფკავშირი - ეს განათლების სამინისტროს მიზანმიმართული ქმედებაა,“ - ამბობს რუსუდანიგრაშვილი, მე-13 საჯარო სკოლის პედაგოგი.

„დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მასწავლებელს დაცვა განათლების სამინისტროს, ადგილობრივი რესურსცენტრებისა და კიდევ - მანდატურების წნეხისგან. ამიტომაც მასწავლებელთა პროფკავშირი, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ჩვენთანაც ძლიერი უნდა იყოს. ადგილობრივი ხელმძღვანელის დღეს გამოუცხადებლობის ფაქტი არც გამკვირვებია, მას ხომ ეს თანამდებობა არ ეკუთვნის, ის მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია. ქუთაისში უახლოეს მომავალში ჩატარდება პედაგოგთა კონფერენცია, სადაც თეთრს თეთრი დაერქმევა და შავს - შავი“ - აღნიშნა ნანა სვანიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სარეზერვო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია