დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს დებატებში იწვევს
2013/07/27 22:35:01

 

პრაიმერის შემაჯამებელი გამოსვლა
დიდი მადლობა, ძვირფასო დელეგატებო! მადლობა ჩემს მიმართ გამოვლენილი იმ ნდობისთვის, რომელიც დღეს საბოლოოდ დადასტურდა პრაიმერის შემაჯამებელ კონფერენციაზე! დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღო პრაიმერის კონფერენციებში, ვინც გვეხმარებოდა და გვგულშემატკივრობდა! დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და უკვე ყოფილ კონკურენტებს საინტერესო დებატებისა და ოპონირებისათვის!   
დღეს წარმატებულად დავასრულეთ ახალი ეტაპი ჩვენი პარტიული დემოკრატიის განვითარებაში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი არჩეულ იქნა არა ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით და მხოლოდ ამ ერთ ადამიანთან პიროვნული სიახლოვის ნიშნით, როგორც ეს მოხდა “ქართული ოცნების” კანდიდატის შემთხვევაში, არამედ თითოეული თქვენგანის ხმებით, სრულიად ღია და გამჭირვალე დებატების გზით. ამით ჩვენ დავადასტურეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სწავლობს და ვითარდება; რომ ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული თქვენგანის აზრს და შეხედულებას; და, რაც მთავარია – ამ დებატებით ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა ჩვენი საზოგადოების მიმართ, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა შეიტყოს არა დახურული პარტიული შეხვედრებიდან, არამედ დემოკრატიული, ღია და გამჭირვალე დებატების შედეგად. 
დღევანდელი დღე საზეიმო და სასიხარულო დღეა ჩვენი პარტიის და ყველა ჩვენი გულშემატკივარისთვის. მით უმეტეს არ შემიძლია, დღეს არ ვახსენო ის ადამიანები, ჩვენი თანაპარტიელები და თანამებრძოლები, ვინც დაპატიმრებულია ან იდევნება, როგორც ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და არაერთი სხვა.. მინდა გთხოვოთ, ამ დარბაზიდან ყველა ერთად მივესალმოთ და მხადაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობრებს! მადლობა.
მე ისიც კარგად ვიცი, რომ თქვენი უმეტესობაც ნამყოფია დაკითხვაზე პროკურატურაში ან ფინანსურ პოლიციაში. ნამყოფია იმ ერთადერთი მიზეზით, რომ იყავით და ხართ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები. ამიტომ, ეს მადლობა და მისალმება თქვენც გეკუთვნით! მადლობა. 
პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა და დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში ახალი არ არის. იყო ეტაპები როცა პოლიტიკური დევნა დღვანდელის მსგავსად და უფრო დაუნდობლადაც კი მიმდინარეობდა; იყო პერიოდები როცა პოლიტიკური ურთიერთობა შედარებით უფრო ცივილიზებულ ფორმებს იღებდა ; მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში შეიდძლება ითქვას, რომ პოლიტიკა და სიძულვილი ლამის სინონიმებად იქცა საქართველოში.; დღეს, “ქართული ოცნების” მომხრეები ქვებს და ბოთლებს გვესვრიან. ჩემი კითხვაა – როდემდე? როდის უნდა შეწყდეს ეს მუდმივი დაპირისპირება ქართულ საზოგადოებაში?    
ამიტომ დღეს, ამ დარბაზში, თქვენს წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, ვინც ასეთი დევნის მსხვერპლი ხართ, მინდა განვაცხადო – ამ დაპირისპირებას წერტილი უნდა დაესვას! მინდა მკაფიოდ დავადასტურო – “ნაციონალური მოძრაობა” არასდროს არ დაადგება რევანშიზმისა და სამაგიეროს გადახდის გზას! დღეს თქვენ მომეცით მანდატი, წარმოვადგინო ჩვენი პარტია. და ეს არ არის შურისძიების, ანგარიშსწორების, დაპირისპირების მანდატი! ჩვენი არჩევანი არის შერიგების, გამთლიანების და ერთიანობის არჩევანი!
ამიტომ, დღეს მივმართავ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს: არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის ჯერ, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. ამიტომ მოდით, სწორედ ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რომელი ჩვენგანიც არ უნდა იყოს ეს, ახალი პრეზიდენტის ამოცანა იქნება ძალადობის და სიძულვილის დამარცხება ქარტულ პოლიტიკაში
ხალხი დაიღალა მუდმივი დაპირისპირების, შუღლის და დაძაბულობისგან. შევწყვიტოთ ეს დაპირისპირება და მთელი ჩვენი ენერგია მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და ხალხის უკეთ ცხოვრებას. მაშინ, როდესაც ჩვენ მთლიანად დაკავებული ვართ ერთმანეთთან ჩხუბით, გვავიწყდება, რომ ხალხს სჭირდება დასაქმება, სამუშაო ადგილები, გაზრდილი პენსია, სოფლის განვითარება, აშენებული ინფრასტრუქტურა, წესრიგი და ევროპული მომავალი.
სწორედ დაპირისპირების შედეგია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი: ნულოვანი ეკონომიკური ზრდა, დაკარგული სამუშაო ადგილები შეუსრულებელი ბიუჯეტი, , შემცირებული ვაჭრობა, დაკარგული უცხოური ინვესტიციები; დაპირისპირების შედეგია მთავრობის შეუსრულებელი დაპირებები და დამსხვრეული ოცნებები; დაპირისპირების შედეგია ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით გაჩენილი მწვავე კითხვის ნიშნები ჩვენი მთავარი ევროპელი და ამერიკელი პარტიორების მხრიდან; დაპირისპირების შედეგია გათავხედებული ოკუპანტი, რომელიც ყოველდღე აგრძელებს მავთულხლართების გატარებას და ჩვენი მიწების მიტაცებას.
ამიტომ გთავაზობთ, ვიმუშავოთ ერთად ქვეყნის განვითარებისთვის. და თუ დღევანდელ მთავრობას არ ჰყოფნის გამოცდილება და კომპეტენცია, რომ თავიდან აიცილოს ეკონომიკური კრიზისი, კრიმინალის ზრდა და უზრუნველყოს შეუქცევადი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა მზად ვართ, დავეხმაროთ და ვიმუშაოთ მთავრობასთან ერთად ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
სწორედ ეს უნდა იყოს ახალი პრეზიდენტის ძირითადი ამოცანა: გააკონტროლოს მთავრობა ხალხთან ერთად, რომ საკუთარი ენერგია და რესურსი მთავრობამ დახარჯოს საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად.
ჩვენ ვიცით რომ “ ქართულმა ოცნებამ” ბევრი ისეთი დაპირება გასცა წნასაარჩევნოდ რომლიც შეუსრულებელია; და რათქმაუნდა შეცდომა იყო იმის მოლოდინი რომ ერთი მდიდარი კაცი საკუთარ ფულს დახარჯავდა; სახელმწიფო თავისთავზე აიღებდა უამრავ ვალდებულებას და ამით გადაწყდებოდა ყველა პრობლემა ; დღეს მგონი ბევრი ხედავს ამას; მაგრამ ქართული საზოგადოება სამართლიანად ელის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, რომ ჩვენ ოჯახებს მეტი შემოსავალი ექნება, რომ სრულფასოვანი ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რომ ქვეყანა ისე განვითარდება რომ ჩვენმა გლეხებმა და ფერმერებმა მეტი საქონელი გაყიდონ. ამ და სხვა დაპირებების, დიდი ნაწილი დღეს ან შეუსრულებელია, ან ილუზორულად ვითომ შესრულებულია. Aმის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ უკუსვლას, ეკონომიკის სტაგნაციას, სამუშაო აგილების დაკარგვას, შემოსავლების და ხელფასის კლებას, დანაშაულის ზრდას.
პრეზიდენტმა არ უნდა დაუშვას, რომ მთავრობამ დაივიწყოს ის, რისთვისაც ხალხმა ხმა მისცა 1 ოქტომბრის არჩევნებში. პრეზიდენტმა ხალხთან ერთად უნდა აიძულოს მთავრობა, მთავარ ამოცანად გაიხადოს არა პოლიტიკური დაპირისპირება, არამედ ხალხზე ზრუნვა და ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება. და ამავე დროს, თვითონ პრეზიდენტსაც უნდა შეეძლოს მთავრობასთან ერთად მუშაობა და მისი დახმარება ამ მიზნების მისაღწევად. ვფიქრობ, სწორედ ესაა ახალი პრეზიდენტის ამოცანა და სწორედ ასეთ მიდგომას ვთავაზობ ჩვენს საზოგადოებას. 
იმედი მაქვს, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერობის 10 თვის განმავლობაში მე დავამტკიცე, რომ შემიძლია ერთდროულად ვიყო კრიტიკულიც და კომპრომისულიც, მწვავეც და კონსტრუქციულიც, შემიძლია მოვთხოვო ხელისუფლებას საქმის გაკეთება და ამავე დროს შემიძლია დავეხმარო კიდეც მას ამ საქმის გაკეთებაში. მომავალი კვირიდან მე ვაპირებ დავიწყო შეხვედრები ხალხთან, რომელსაც პირობითად ვუწოდებ “შეუსრულებელი დაპირებების” ტურს – ამ შეხვედრებზე მე მოვუსმენ ხალხს და ერთად ვისაუბრებთ იმ დაპირებებზე, რაც გასცა ხელისუფლებამ და რომელიც დღემდე არ არის შესრულებული; ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ახალი პრეზიდენტი ხალხს; ვისაუბრებთ იმაზე, როგორ წავიყვანოთ წინ ჩვენი სამშობლო.
ამავე დროს, მე ვთავაზობ ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს პირდაპირი, ერთი-ერთზე დებატების სერიას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა თემაზე. რა თქმა უნდა, წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ გვექნება ერთიანი დებატი სხვა კანდიდატებთან ერთად და მე ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ყველა სხვა კანდიდატს, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ძალის – “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დასხდნენ ერთად და ცივილური, პროფესიონალური დებატების გზით დაანახონ ჩვენს მოსახლეობას, ვინ როგორ სთავაზობს პრობლემების მოგვარებას და განვითარებას. 
აუცილებელია, “ქართული ოცნების” კანდიდატმა დაამტკიცოს, რომ მისი მთავარი ღირსება არა მხოლოდ პრემიერთან პირადი მეგობრობაა; აუცილებელია აჩვენოს ხალხს, როგორ აპირებს ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი პრობლემების მოგვარებას პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილების არქონის პირობებში; აუცილებელია, დაარწმუნოს მოსახლეობა, რამდენად გააგრძელებს ქვეყნის საგარეო კურსს ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან ურთიერთობების და კონტაქტების არარსებობის ფონზე; აუცილებელია, დაამტკიცოს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ის არ იქნება მხოლოდ მთავრობის მეგობარი და მარიონეტი – ამ ყველაფრის ჩვენების საუკეთესო გზა კი ის დებატებია, რომელსაც მე მას ვთავაზობ! ამიტომ, იმედი მაქვს, გიორგი მარგველაშვილი მიიღებს ჩემს შეთავაზებას და ჩვენ გვექნება პირისპირ დებატების სერია ყველა მნიშვნელოვან თემაზე. 
   
ბევრ სხვა რამესთან ერთად, დღევანდელი დღე და მთლიანად ჩვენი პარტიული პრაიმერი არის პარტიის ერთიანობის დემონსტრირებაც. დიახ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ერთიანი პარტიული ორგანიზმი. თუ რამე პლუსი აქვს ოპოზიციაში ყოფნას, ერთ-ერთი გახლავთ სწორედ ის, რომ დევნის, შევიწროვების და უსამართლო კრიტიკის პირობებში პარტიაში რჩება მხოლოდ ის, ვისაც მართლაც გულით სჯერა ჯანსაღი ღირებულებების. პარტია დატოვეს მათ, ვინც ვისი ერთადერთი ღირებულებაც მუდმივად ხელისუფლებაში და ხელისუფლებასთან ერთად ყოფნაა; და დავრჩით ისინი, ვისთვისაც მთავარი იდეა პატრიოტიზმი და ძლიერი, ერთიანი, ევროპული საქართველოა.    
დღეს ამ ერთიანობას სჭირდება ჯანსაღი ბაზისი. ჩემი ხედვით, ეს ჯანსაღი ბაზისია მაქსიმალური გულწრფელობა და ობიექტურობა ჩვენს ხალხთან ურთიერთობაში; ჩვენ უნდა შევძლოთ, ობიექტურად შევაფასოთ წარსული – უამრავი კარგი და მნიშვნელოვანი გაკეთდა წინა წლებში, ფაქტიურად შეიქმნა და აშენდა ქართული სახელმწიფო. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი წარსულით და გაკეთებული საქმეებით. მაგრამ იმისთვის, რომ ვიამაყოთ წარსულით, ასევე თვალი უნდა გავუსწოროთ წარსულის შეცდომებს, პრობლემებს თუ დანაშაულებს; გულწრფელად და ობიექტურად შევაფასოთ ყველაფერი და ამით ვაჩვენოთ ჩვენს ხალხს, რომ ვსწავლობთ და ვვითარდებით.   
: Mე  არ გავექცევი პასუხისმგებლობას, გულწრფელად და ობიექტურად ვისაუბრებ კარგზეც და ცუდზეც, და გავაკეთებ ყველაფერს, რომ საზოგადოება წავიყვანო გამთლიანებისა და “ჩატეხილი ხიდების” აღდგენისკენ. 
დღეს ბევრი მეკითხება – ვთქვათ, მოგეცით ხმა. ნიშნავს ეს, რომ დაბრუნდება ძველი “ნაციონალური მოძრაობა”, ძველი, უცვლელი პოლიტიკით,? მინდა დღეს, ყველა თქვენგანთან ერთად მკაფიოდ განვაცხადო: “ნაციონალური მოძრაობის” ძალა განახლების სურვილსა და პოლიტიკურ ნებაშია. ჩვენ მოგვაქვს წარსულიდან ცოდნა, გამოცდილება, პატრიოტიზმი, ენერგია, ყველაფერი ის, რისთვისაც ხალხი მხარს უჭერდა ამ პარტიას. მაგრამ სამუდამოდ წარსულში ვტოვებთ ყველაფერს რაც დღეს საზოგადოებას ჩვენ შეცდომებად მიაჩნია. ამასთან, დღეს ჩვენ საზოგადოებასთან ერთად გადავწყვეტთ, როგორ პარტიას ვაშენებთ და როგორი ლიდერები სჭირდება საქართველოს.   
სწორედ ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, მივმართავ ბიზნესს – ერთად უზრუნველვყოთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა და განვითარება, ერთად დავაბრუნოთ ეკონომიკური გავითარება ქვეყანაში. მაგრამ სამუდამოდ წარსულში დავტოვოთ უსამართლო ჯარიმები, სამართალდამცავების ჩარევა თქვენს მუშაობაში და კერძო საკუთრების ხელყოფა; და ზოგადად ხელისფლების გადაჭარბებული როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში.
მივმართავ ხალხს – ჩვენ ისევ უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა ისეთივე უსაფრთხო, როგორც ის იყო წინა წლებში, როდესაც არ გაშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვების და ღამით ქუჩაში სიარულის. მაგრამ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ზემკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, ტოტალური სიხისტე პროკურატურის მხრიდან და დაუსჯელობის განცდა სპეცსამსახურების  წარმომადგენლებს შორის.
მივმართავ ჩვენს საზოგადოებას – მინდა დღეს, ამ ტრიბუნიდან გულწრფელად გითხრათ: დიახ, ჩვენ ვისწავლეთ შეცდომებზე! დიახ, წინა წლებში ბევრი კარგი რამ გაკეთდა ქვეყანაში: შეიქმნა ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა ჯარი და პოლიცია; განვითარდა ინფრასტრუქტურა; განვითარდა ქალაქები; ბევრ სოფელს მიეწოდა გაზი, წყალი; გაკეთდა გზები, მოქალაქეებს აღარ სძალავდენ ქრთამს ყველა ფეხის ნაბიჯზე როგორც ეს შევარდნაძის დროს იყო ;. მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით ეკონომიკური განვითარების მიტანა ყველა ოჯახში, ვერ შევძელით სიღარიბის და უმუშევრობის დამარცხება, ვერ შევძელით ადამიანთა უფლებების საშინელი დარღვევების ბოლომდე აღკვეთა. დიახ, იყო შეცდომებიც, გულგრილობაც და დანაშაულიც. და დღეს ჩვენი ამოცანაა, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მივიღეთ 1 ოქტომბრის არჩევნების გაკვეთილი და დავამტკიცოთ, რომ ვისწავლეთ წარსულის შეცდომებზე.  
მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ლიდერები, რომლებიც ორიენტირებული არიან გამთლიანებაზე და არა გაყოფაზე; შერიგებაზე და არა მტრობაზე; შენებაზე და არა ნგრევაზე; ხალხის კეთილდღეობაზე და არა ერთმანეთთან ქიშპობაზე. სწორედ ეს იქნება ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი მამოძრავებელი ღერძი: გამთლიანება, შერიგება, შენება და ხალხის კეთილდღეობა.
  
საქართველო ვერ გამთლიანდება მანამ, სანამ პირველ რიგში არ გამთლიანდება ქართული საზოგადოება. ჩვენი ყველას მთავარი ამოცანა კი იყო და იქნება გამთლიანებული, ერთიანი, თავისუფალი, ძლიერი საქართველოს შექმნა.   ისეთი ქვეყნის სადაც თიოთეული მოქალაქე თავისუფალ, ღირსეულ ადამიანად გრძნობს თავს, იმისდა მიუხედავად, თუ რომელი უმცირესობის წევრია; სადაც არავინ ხდება ძალადობის მსხ ვერპლი მისი არჩევნის ან წარმომავლობის გამო; სადაც თავისუფალი არჩევანია მთავარი ღირებულება და ყველას საკუთარი შრომით  და ნიცჭით  შეუძლია მოიპოვოს კეთილდღეობა.
ასეთი ქვეყანა  შეძლებს  მშვიდობიანად გაუმკლავდეს ყველაზე დიდ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას - დაასრულოს რუსული ოკუპაცია; საბოლოოდ დაშორდეს ეგრეთ წოდებულ “საბჭოთა გავლენის სფეროებს, გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი და საერთო გამონახოს ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან.
ამიტომ, ამ კამპანიის განმავლობაშიც და მომავალშიც, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი იყოს მთელი ქვეყნის, თითოეული ქართველის პრეზიდენტი; რომ ახალი პრეზიდენტი ზრუნავდეს თითოეული ქართველის უკეთ ცხოვრებაზე, დამოუკიდებლად მისი პოლიტიკური სიმპატიებისგან; რომ ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი მთავრობისგან და ხალხთან ერთად გააკონტროლებს მთავრობას, რომ არ იქნას დავიწყებული მთავრობის ის დაპირებები, რომელთა შესრულებაც ასე სჭირდება ხალხს; და ამავე დროს, იყოს პრეზიდენტი, რომელსაც შეეძლება მთავრობასთან საერთო ენის გამოძებნა და მუშაობა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ.  
ეს არის არა მხოლოდ პარტიის გამარჯვებისკენ, არამედ მთელი ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის, სიმშვიდის და მშვიდობისკენ მიმართული კამპანია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიქნებით წარმატებული ამ ბრძოლაში. იმიტომ, რომ ეს არ არის ბრძოლა ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა უკეთესი საქართველოს და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და ამით გაიმარჯვებს ჩვენი ხალხი და სამშობლო.    
დიდი მადლობა ყველას! გაუმარჯოს საქართველოს!

პრაიმერის შედეგების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე გახდა.

გთავაზობთ დავით ბაქრაძის შემაჯამებელ გამოსვლას პარიმერის შემაჯამებელ კონფერენციაზე

დიდი მადლობა, ძვირფასო დელეგატებო! მადლობა ჩემს მიმართ გამოვლენილი იმ ნდობისთვის, რომელიც დღეს საბოლოოდ დადასტურდა პრაიმერის შემაჯამებელ კონფერენციაზე! დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღო პრაიმერის კონფერენციებში, ვინც გვეხმარებოდა და გვგულშემატკივრობდა! დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და უკვე ყოფილ კონკურენტებს საინტერესო დებატებისა და ოპონირებისათვის!   

დღეს წარმატებულად დავასრულეთ ახალი ეტაპი ჩვენი პარტიული დემოკრატიის განვითარებაში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი არჩეულ იქნა არა ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით და მხოლოდ ამ ერთ ადამიანთან პიროვნული სიახლოვის ნიშნით, როგორც ეს მოხდა “ქართული ოცნების” კანდიდატის შემთხვევაში, არამედ თითოეული თქვენგანის ხმებით, სრულიად ღია და გამჭირვალე დებატების გზით. ამით ჩვენ დავადასტურეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სწავლობს და ვითარდება; რომ ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული თქვენგანის აზრს და შეხედულებას; და, რაც მთავარია – ამ დებატებით ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა ჩვენი საზოგადოების მიმართ, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა შეიტყოს არა დახურული პარტიული შეხვედრებიდან, არამედ დემოკრატიული, ღია და გამჭირვალე დებატების შედეგად. 

დღევანდელი დღე საზეიმო და სასიხარულო დღეა ჩვენი პარტიის და ყველა ჩვენი გულშემატკივარისთვის. მით უმეტეს არ შემიძლია, დღეს არ ვახსენო ის ადამიანები, ჩვენი თანაპარტიელები და თანამებრძოლები, ვინც დაპატიმრებულია ან იდევნება, როგორც ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და არაერთი სხვა.. მინდა გთხოვოთ, ამ დარბაზიდან ყველა ერთად მივესალმოთ და მხადაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობრებს! მადლობა.

მე ისიც კარგად ვიცი, რომ თქვენი უმეტესობაც ნამყოფია დაკითხვაზე პროკურატურაში ან ფინანსურ პოლიციაში. ნამყოფია იმ ერთადერთი მიზეზით, რომ იყავით და ხართ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები. ამიტომ, ეს მადლობა და მისალმება თქვენც გეკუთვნით! მადლობა. 

პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა და დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში ახალი არ არის. იყო ეტაპები როცა პოლიტიკური დევნა დღვანდელის მსგავსად და უფრო დაუნდობლადაც კი მიმდინარეობდა; იყო პერიოდები როცა პოლიტიკური ურთიერთობა შედარებით უფრო ცივილიზებულ ფორმებს იღებდა ; მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში შეიდძლება ითქვას, რომ პოლიტიკა და სიძულვილი ლამის სინონიმებად იქცა საქართველოში.; დღეს, “ქართული ოცნების” მომხრეები ქვებს და ბოთლებს გვესვრიან. ჩემი კითხვაა – როდემდე? როდის უნდა შეწყდეს ეს მუდმივი დაპირისპირება ქართულ საზოგადოებაში?    

ამიტომ დღეს, ამ დარბაზში, თქვენს წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, ვინც ასეთი დევნის მსხვერპლი ხართ, მინდა განვაცხადო – ამ დაპირისპირებას წერტილი უნდა დაესვას! მინდა მკაფიოდ დავადასტურო – “ნაციონალური მოძრაობა” არასდროს არ დაადგება რევანშიზმისა და სამაგიეროს გადახდის გზას! დღეს თქვენ მომეცით მანდატი, წარმოვადგინო ჩვენი პარტია. და ეს არ არის შურისძიების, ანგარიშსწორების, დაპირისპირების მანდატი! ჩვენი არჩევანი არის შერიგების, გამთლიანების და ერთიანობის არჩევანი!

ამიტომ, დღეს მივმართავ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს: არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის ჯერ, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. ამიტომ მოდით, სწორედ ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რომელი ჩვენგანიც არ უნდა იყოს ეს, ახალი პრეზიდენტის ამოცანა იქნება ძალადობის და სიძულვილის დამარცხება ქარტულ პოლიტიკაში

ხალხი დაიღალა მუდმივი დაპირისპირების, შუღლის და დაძაბულობისგან. შევწყვიტოთ ეს დაპირისპირება და მთელი ჩვენი ენერგია მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და ხალხის უკეთ ცხოვრებას. მაშინ, როდესაც ჩვენ მთლიანად დაკავებული ვართ ერთმანეთთან ჩხუბით, გვავიწყდება, რომ ხალხს სჭირდება დასაქმება, სამუშაო ადგილები, გაზრდილი პენსია, სოფლის განვითარება, აშენებული ინფრასტრუქტურა, წესრიგი და ევროპული მომავალი.

სწორედ დაპირისპირების შედეგია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი: ნულოვანი ეკონომიკური ზრდა, დაკარგული სამუშაო ადგილები შეუსრულებელი ბიუჯეტი, , შემცირებული ვაჭრობა, დაკარგული უცხოური ინვესტიციები; დაპირისპირების შედეგია მთავრობის შეუსრულებელი დაპირებები და დამსხვრეული ოცნებები; დაპირისპირების შედეგია ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით გაჩენილი მწვავე კითხვის ნიშნები ჩვენი მთავარი ევროპელი და ამერიკელი პარტიორების მხრიდან; დაპირისპირების შედეგია გათავხედებული ოკუპანტი, რომელიც ყოველდღე აგრძელებს მავთულხლართების გატარებას და ჩვენი მიწების მიტაცებას.

ამიტომ გთავაზობთ, ვიმუშავოთ ერთად ქვეყნის განვითარებისთვის. და თუ დღევანდელ მთავრობას არ ჰყოფნის გამოცდილება და კომპეტენცია, რომ თავიდან აიცილოს ეკონომიკური კრიზისი, კრიმინალის ზრდა და უზრუნველყოს შეუქცევადი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა მზად ვართ, დავეხმაროთ და ვიმუშაოთ მთავრობასთან ერთად ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

სწორედ ეს უნდა იყოს ახალი პრეზიდენტის ძირითადი ამოცანა: გააკონტროლოს მთავრობა ხალხთან ერთად, რომ საკუთარი ენერგია და რესურსი მთავრობამ დახარჯოს საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად.

ჩვენ ვიცით რომ “ ქართულმა ოცნებამ” ბევრი ისეთი დაპირება გასცა წნასაარჩევნოდ რომლიც შეუსრულებელია; და რათქმაუნდა შეცდომა იყო იმის მოლოდინი რომ ერთი მდიდარი კაცი საკუთარ ფულს დახარჯავდა; სახელმწიფო თავისთავზე აიღებდა უამრავ ვალდებულებას და ამით გადაწყდებოდა ყველა პრობლემა ; დღეს მგონი ბევრი ხედავს ამას; მაგრამ ქართული საზოგადოება სამართლიანად ელის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, რომ ჩვენ ოჯახებს მეტი შემოსავალი ექნება, რომ სრულფასოვანი ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რომ ქვეყანა ისე განვითარდება რომ ჩვენმა გლეხებმა და ფერმერებმა მეტი საქონელი გაყიდონ. ამ და სხვა დაპირებების, დიდი ნაწილი დღეს ან შეუსრულებელია, ან ილუზორულად ვითომ შესრულებულია. Aმის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ უკუსვლას, ეკონომიკის სტაგნაციას, სამუშაო აგილების დაკარგვას, შემოსავლების და ხელფასის კლებას, დანაშაულის ზრდას.

პრეზიდენტმა არ უნდა დაუშვას, რომ მთავრობამ დაივიწყოს ის, რისთვისაც ხალხმა ხმა მისცა 1 ოქტომბრის არჩევნებში. პრეზიდენტმა ხალხთან ერთად უნდა აიძულოს მთავრობა, მთავარ ამოცანად გაიხადოს არა პოლიტიკური დაპირისპირება, არამედ ხალხზე ზრუნვა და ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება. და ამავე დროს, თვითონ პრეზიდენტსაც უნდა შეეძლოს მთავრობასთან ერთად მუშაობა და მისი დახმარება ამ მიზნების მისაღწევად. ვფიქრობ, სწორედ ესაა ახალი პრეზიდენტის ამოცანა და სწორედ ასეთ მიდგომას ვთავაზობ ჩვენს საზოგადოებას. 

იმედი მაქვს, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერობის 10 თვის განმავლობაში მე დავამტკიცე, რომ შემიძლია ერთდროულად ვიყო კრიტიკულიც და კომპრომისულიც, მწვავეც და კონსტრუქციულიც, შემიძლია მოვთხოვო ხელისუფლებას საქმის გაკეთება და ამავე დროს შემიძლია დავეხმარო კიდეც მას ამ საქმის გაკეთებაში. მომავალი კვირიდან მე ვაპირებ დავიწყო შეხვედრები ხალხთან, რომელსაც პირობითად ვუწოდებ “შეუსრულებელი დაპირებების” ტურს – ამ შეხვედრებზე მე მოვუსმენ ხალხს და ერთად ვისაუბრებთ იმ დაპირებებზე, რაც გასცა ხელისუფლებამ და რომელიც დღემდე არ არის შესრულებული; ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ახალი პრეზიდენტი ხალხს; ვისაუბრებთ იმაზე, როგორ წავიყვანოთ წინ ჩვენი სამშობლო.

ამავე დროს, მე ვთავაზობ ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს პირდაპირი, ერთი-ერთზე დებატების სერიას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა თემაზე. რა თქმა უნდა, წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ გვექნება ერთიანი დებატი სხვა კანდიდატებთან ერთად და მე ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ყველა სხვა კანდიდატს, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ძალის – “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დასხდნენ ერთად და ცივილური, პროფესიონალური დებატების გზით დაანახონ ჩვენს მოსახლეობას, ვინ როგორ სთავაზობს პრობლემების მოგვარებას და განვითარებას. 

აუცილებელია, “ქართული ოცნების” კანდიდატმა დაამტკიცოს, რომ მისი მთავარი ღირსება არა მხოლოდ პრემიერთან პირადი მეგობრობაა; აუცილებელია აჩვენოს ხალხს, როგორ აპირებს ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი პრობლემების მოგვარებას პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილების არქონის პირობებში; აუცილებელია, დაარწმუნოს მოსახლეობა, რამდენად გააგრძელებს ქვეყნის საგარეო კურსს ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან ურთიერთობების და კონტაქტების არარსებობის ფონზე; აუცილებელია, დაამტკიცოს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ის არ იქნება მხოლოდ მთავრობის მეგობარი და მარიონეტი – ამ ყველაფრის ჩვენების საუკეთესო გზა კი ის დებატებია, რომელსაც მე მას ვთავაზობ! ამიტომ, იმედი მაქვს, გიორგი მარგველაშვილი მიიღებს ჩემს შეთავაზებას და ჩვენ გვექნება პირისპირ დებატების სერია ყველა მნიშვნელოვან თემაზე. 

   ბევრ სხვა რამესთან ერთად, დღევანდელი დღე და მთლიანად ჩვენი პარტიული პრაიმერი არის პარტიის ერთიანობის დემონსტრირებაც. დიახ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ერთიანი პარტიული ორგანიზმი. თუ რამე პლუსი აქვს ოპოზიციაში ყოფნას, ერთ-ერთი გახლავთ სწორედ ის, რომ დევნის, შევიწროვების და უსამართლო კრიტიკის პირობებში პარტიაში რჩება მხოლოდ ის, ვისაც მართლაც გულით სჯერა ჯანსაღი ღირებულებების. პარტია დატოვეს მათ, ვინც ვისი ერთადერთი ღირებულებაც მუდმივად ხელისუფლებაში და ხელისუფლებასთან ერთად ყოფნაა; და დავრჩით ისინი, ვისთვისაც მთავარი იდეა პატრიოტიზმი და ძლიერი, ერთიანი, ევროპული საქ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1833
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია