დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მშრალი ონკანებიდან - წყლის მუდმივ ჩხრიალამდე
2011/06/06 12:46:18

„არ გაწყობთ წყლის ტარიფი? დაიყენეთ ინდივიდუალურად მრიცხველები, ან დაგველოდეთ ჩვენ!..“

 

როდის ექნება ქუთაისს რეალურად 24 საათიანი წყალმომარაგება? ამჟამად რა პრობლემებია წყალმომარაგების სფეროში? როგორ ჯარიმდება ურჩი გადამხდელი? ამ და სხვა, მოსახლეობისთვის საინტერესო თემებზე „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქუთაისის სერვისცენტრის მენეჯერს ლევან ჭანჭალეიშვილს ვესაუბრეთ.

 

ლევან ჭანჭალეიშვილი: ჩვენს ქალაქში წყლის იმდენი რაოდენობა შემოდის, რომ 2-ჯერ 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის გვეყოფა. მაგრამ, ჯერჯერობით, არის პრობლემები. თვითონ ქუთაისში წყალი ძალიან ცოტაა, ფარცხანაყანებიდან და ქვიტირიდან ამოგვაქვს 40 მეტრი სიღრმიდან, 15-20 კილომეტრის გავლით მოდის ჩვენამდე, დაახლოებით 4 ამოქაჩვა სჭირდება, 5 მილ. 200 ათასი კუბი წყალი შემოგვაქვს. ერთ სულ მოსახლეზე რომ გავთვალოთ, არის 800 ლიტრი, რაც საოცრად ბევრია, როცა თბილისში  ოჯახი 300 ლიტრს მოიხმარს მაქსიმუმ. ქუთაისის წყალმომარაგებას არ გააჩნია თავისი ჰესი, თბილისს კი აქვს. ჩვენ დენს ვიღებთ ჩვეულებრივი ტარიფით, როგორც იურიდიული პირი. ჩვენ რომ საკუთარი ჰესი გვქონდეს, უფრო იაფი იქნებოდა წყალი,

თუ შეგიმჩნევიათ, მოსახლეობას ბაკები უდგას, რომ ევსებათ, შემდეგ იღვრება, ნაწილი წყლისა კი ჩვენ გვექცევა, რადგან ყოველდღიურ რეჟიმზე რომ გადავიდა, წნევამ მოიმატა და ძველი გაყვანილობა ვერ უძლებს.

- რატომ არის ტარიფი ერთნაირი ყველა მოქალაქისთვის - იმისთვის,  ვისაც 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს და ვისაც ორ დღეში ერთხელ მოსდის წყალი?

- ტარიფი არ გამოითვლება მოქალაქის მოხმარებული წყლის რაოდენობით. კომპანიის მთლიანი ხარჯი იყოფა მოსახლეობის რაოდენობაზე, კიდევ ვიმეორებ, თუ არ აწყობთ  ახლანდელი ტარიფები, დაიყენონ ინდივიდუალურად მრიცხველები, ან დაგველოდონ ჩვენ. უნდა „ამოვიღოთ“ დენის ხარჯი, რადგან მასზე ვართ დამოკიდებული. რომ გვქონდეს ჩვენი ჰესი, სხვა საქმეა.

- როგორ ჯარიმდება ურჩი გადამხდელი?

- თუ მოქალაქეს არა აქვს გადასახადის ერთიანად გადახდის საშუალება, შეუძლია, ნაწილ-ნაწილ, ექვს თვეში დაფაროს დავალიანება. თუ ოჯახში ვინმე გარდაიცვალა და ოჯახს დაერიცხა თანხა, გარდაცვალების ცნობა უნდა წარმოადგინოს. თუ სტუდენტი ჯარში მსახურობს, ან ციხეში ჰყავთ ვინმე, იწერება სათანადო განცხადება, ცნობის წარმოადგენის შემდეგ ავტომატურად ჩამოეჭრება ზედმეტი თანხა. რეალური რაც არის, ის თანხა უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინდივიდუალურად  ვლუქავთ.  თუ  ააწყვეტს ლუქს, ვაძლევთ ადმინისტრაციულ სასჯელს, მეორედ რომ გაიმეორებს იმავე საქციელს, ჯარიმდება 150 ლარით.

- ოპოზიციის, მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, სულხან-საბას ?47 ნომერში თქვენი თანამშრომლები და უშიშროების წარმომადგენლები შეუვარდნენ მოსახლეობას, გადაუხდელობის შემთხვევაში საპატრულო პოლიციის გამოძახებით დაემუქრნენ...

- დახლოებით 4000 ინდივიდუალური ჩაჭრა გვაქვს გაკეთებული, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა სამართალდამცავების გამოძახებისა. ჩვენი მოსახლეობა გაგებით ეკიდება ამ საქმეს, უმეტესობა დალუქვიდან მე-3 - მე-4 დღეს მოდის და იხდის თანხას. სასაცილოდაც არ ღირს, რა უშიშროების თანამშრომლებზეა ლაპარაკი! ყველანი ჩვენი თანამშრომლები იყვნენ შემოსავლების სამსახურიდან, მათ არანაირი საერთო არა აქვთ ძალოვან სტრუქტურასთან

- მაინც, როდის ექნება ქუთაისს 14 საათიანი წყალმომარაგება?

- 2013 წლისთვის ქსელს გავმართავთ, ჩვენ ორჯერ მეტ წყალს შემოვიტანთ, მთელი ქალაქი იქნება გამრიცხველიანებული,

- მანამდე რა გეგმები გაქვთ?

- ჩვენ გვჭირდება იაფი წყალი. გუმათში არის ორი წყალსაცავი, ახლა 4 არტეზიული ჭაა და გვინდა კიდევ 4 დავამატოთ. ეს იმიტომ არის იაფი, რომ წყალი გუმათიდან გადმოდის ჭომაში, ერთი გადაქაჩვით მიეწოდება საფიჩხიას. დეკემბერში, დაახლოებით, 100 000 ლარით მეტი შემოვიდა, ამ თანხას მოსახლეობაში ვაბანდებთ, ქსელი გაგვყავს. დაახლოებით 2 კმ გავიყვანეთ თაბუკაშვილზე , ახლა ვმუშაობთ ჭიათურის ქუჩაზე,  , კუპრაძის ქუჩაზე, საღორიაზე, „პლაშადკა“ - ბუხაიძის დასახლების რეაბილიტაცია მიდის, მთლიანად ვცვლით.

გერმანელები არიან ჩამოსულები და ახორციელებენ პროექტს, - კანალიზაციის რეაბილიტაციას, თავისი გამწმენდი ნაგებობით.

მოქალაქე რასაც იხდის ფულს, ის აბანდებს, უკანვე უბრუნდება სერვისების სახით. გვაქვს ახალი ტექნიკა, ლაბორატორია, გვყავს  ახალი საავარიო ბრიგადები.

ჩვენი კომპანია თანდათან იხვეწება და ფართოვდება, შეიძლება ქალაქის ცენტრში კიდევ გავხსნათ ოფისი, რომ მოსახლეობას არ მოუწიოს ავანგარდში სიარული.

წყალმომარაგება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე აშენებს სანიტარული კვანძების ქსელს. ქუთაისში, წითელ ხიდსა და რუსთაველის ხიდს შორის, შენდება საზოგადოებრივი ტუალეტი, ეს იქნება თანამედროვე ნაგებობა, სადაც ცალკე კუპე იქნება გათვლილი ინვალიდებისთვის.“

 

***

...ლევან ჭანჭალეიშვილი აღიარებს, რომ წყალმომარაგების სისტემაში ბევრი პრობლემაა, რაც ძველი გადმონაშთია: „წყალკანალში“ ამჟამად ირიცხება 165 ათასი აბონენტი, თუმცა ამდენი ოჯახი  ქუთაისში არ ცხოვრობს, გასული არიან ქალაქიდან. ეს ხალხი კი არ მოსულა და არ დაუფიქსირებია, რომ ქალაქში არ იმყოფება.

ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგება დღეს მხოლოდ ავტოქარხნის დასახლებას აქვს - თავიდან ბოლომდე გამოიცვალა გაყვანილობა, ახალი არტეზიული ჭებია. რეაბილიტირებულია მაგისტრალი, ქვიტირში ახალი აუზი გაკეთდა, ტუმბოები კი ახლა მონტაჟდება.“ 

როგორც „გაერთიანებული წყალმომარაგების“ მენეჯერმა, ლევან ჭანჭალეიშვილმა განაცხადა, „ასე იქნება მთელ ქუთაისში“...

ვინ იცის, სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ვედროებით ეზოდან ეზოში სირბილი და ნახევრად გასაპნული ადამიანის ყვირილი აბანოდან...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია