დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
2010 წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მცირე თანხა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვისთვის გამოიყო
2010/11/01 14:35:40

ქალაქში, სადაც უამრავი გაჭირვებული და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი ცხოვრობს, სადაც ჯანმრთელობის პრობლემებით შეწუხებული ადამიანები მერიისგან ყოველ წუთს ელოდებიან დახმარებას, რათა ფიზიკურად გადარჩნენ, 2010 წელს ბიუჯეტიდან სოციალური მიმართულებით - მხოლოდ 0,6(793,6) და ჯანმრთელობის დაცვისთვის - 0,6(332,1) თანხაა გამოყოფილი.

თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის 2010 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საკრებულოს მე-5 სხდომა 27 ოქტომბერს მერიის შენობაში, საკმაოდ მწვავე ვითარებაში გაიმართა. ბიუჯეტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ ოპოზიციის და პოზიციის წარმომადგენლებს. სხდომას ესწრებოდნენ მრავალშვილიანი დედებიც, რომლებიც  საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდნენ მრავალშვილიანი ოჯახების შესახებ კანონს. მათ მოითხოვეს მერიაში დემოგრაფიული სამსახურის შექმნა, რათა ობიექტურად გამოირკვეს მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობა და მოხდეს ეფექტური დახმარება.

ბიუჯეტში, რომელიც 2009 წლის 28 დეკემბერს დამტკიცდა, შემოსულობებისა და გადასახდელების ოდენობა 39242,5 ათასი ლარით განისაზღვრა. 2010 წლის 9 თვის განმავლობაში 13 ცვლილება შეიტანეს და დაზუსტდა 119321,7 ათასი ლარი. შემოსავლების ფაქტიურმა შესრულებამ 85874,0 ათასი ლარი შეადგინა, ნაცვლად დაგეგმილი 85425,6 ათასი ლარისა. გეგმა შეასრულა 100,5%.

საბინაო-კომუნალური მეურნეობა: 71174,3 ( 74%);

გარემოს დაცვა: 1929,6 (2,7%);

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება: 795, 3(0,9%);

ეკონომიკური საქმიანობა: 4174,1 (4%);

საერთო დანიშნულება: 5217,1(5,8%);

დასვენება, კულტურა, რელიგია: 6011,1(6,6%);

განათლება: 4050,4 (4,6%);

ჯანმრთელობის დაცვა: 332,1(0,6%);

სოციალური დაცვა: 793,6(0,6%).

იმის გამო, რომ ყველაზე ნაკლები თანხა ჯანმრთელობასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამოიყო, ოპოზიციის წარმომადგენელ მამუკა მღვდელაძესა და საკრებულოს წევრებს შორის მწვავე დებატები გაიმართა. „მე, რა თქმა უნდა, მშენებლობებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას მხარს ვუჭერ. მაგრამ როცა მილიონ ექვსასი ათასი ლარი აუზის მოწყობაზე იხარჯება მაშინ, როცა უამრავი გაჭირვებულია ჩვენს ქალაქში, მე მხარს ვუჭერ ამ აუზის მომდევნო წელს გაკეთებას. ასევე უარყოფითად ვაფასებ ველობილიკების მოწყობის პროექტს, რომელზეც ათი ათასი ლარი დაიხარჯა და რომლის გაკეთებისთვის ათი მილიონია საჭირო. არ მინდა გასაპიარებლად გაკეთებული საქმეები, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანია. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მიწის ფასი ჩვენს ქალაქში არის არარეალური და საბაზრო ფასს ბევრად აღემატება, რაც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას და ინვესტიციების შემოდინებას,“ - განუცხადა „P.S.“-ს საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენელმა, მამუკა მღვდელაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ. ამირან ხვადაგიანმა ჩვენთან საუბრისას დადებითად შეაფასა ბიუჯეტი: „ის ციფრები, რომლებიც წარმოდგენილია, ქალაქის რეალობაში იქნება ასახული. რაც შენდება: გზები, მოედნები და ა.შ. ყველაფერი ბიუჯეტიდან კეთდება. მომავალ თვეებში კიდევ ველოდებით თანხებს. ძირითად პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ქონებიდან შემოსულ თანხებზე და მიწის ფასებზე, მომდევნო სხდომებზე ვიმსჯელებთ. დავავალე აღმასრულებელს, რომ ზამთართან დაკავშირებით ჩაატარონ ღონისძიებები, რათა პრობლემები აღარ გვქონდეს.“

 

სალომე კაპჭელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია