დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭერი - დევნილებს
2010/09/27 13:14:44

ქუთაისში მცხოვრებმა დევნილებმა შეიცარიის მთავრობის მიერ აშენებულ სახლებში საცხოვრებელი ფართები მიიღეს. დევნილებს ბინის გასაღები მინისტრმა კობა სუბელიანმა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშროლობის სააგენტოს რეგიონულ დირექტორთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გადასცა. შეხვედრას მხარის გუბერნატორი ლაშა მაქაცარიაც ესწრებოდა.

მსგავსი სახლები საქართველოს 5 ქალაქში უკვე აშენდა: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და ქუთაისში. სულ აშენებულია 80 ბინიანი 10 სოციალური სახლი. ამჯერად ქუთაისში 14 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. როგორც ახალ ბინებში შესახლებულები აცხადებენ, ბინები საკმაოდ მოწესრიგებული. მათ პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯიც გადასცეს.

 ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, კობა სუბელიანის თქმით, უახლოესი 2 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი ყველა დევნილს ექნება: „ამჯერად ქუთაისში საცხოვრებელი ფართებით 14 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. მსგავსი პროექტები კი რეგიონებში კიდევ გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ყველა ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული იყოს. ამ პირობას უახლოესი 2 წლის განმავლობაში აუცილებლად შევასრულებთ.“

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულმა დირექტორმა დერეკ მიულერმა აღნიშნა, რომ მათი ინტერესი დევნილთა პირობების გაუმჯობესებაა: „ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს დავესწარი და დევნილებს გასაღები თავად გადავეცი. ეს ის ხალხია, რომელსაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ეს ბინები მათთვის ახალი ცხოვრების საწინდარი იქნება. მათი მდგომარეობა სერიოზულად გაუმჯობესდება. ჩვენი ინტერესიც სწორედ ეს არის.“

მსგავსი სახლები თბილისშიც გაიხსნება, სადაც ახალ ბინაში 45 დევნილი შესახლდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია