დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მრეწველთა სახლში“ ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა მოეწყო
2013/05/27 14:29:11

იმერეთის რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა დარგში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის და ხელშეწყობის მიზნით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონული სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით დღეს მუდმივმოქმედი გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე გამოტანილი იყო 38 კომპანიის მიერ წარმოებული სურსათი, სამოსი, ავეჯი, ტექნიკა და სხვა სახის პროდუქცია.

გამოფენილი პროდუქციის ნაწილი რამდენიმე ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

ამბერკი დვაიშვილი, კომპანია „აიას" პრეზიდენტი: „ქუთაისში, რაც მრეწველთა სახლი არსებობს, პირველივე დღიდან მოყოლებული, ყოველწლიურ გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას. წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვნება იმას მიანიშნებს, რომ ამ ქალაქს აქვს იმის  პოტენციალი, რომ შექმნას მსგავსი სახის პროდუქცია. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ „მრეწველთა სახლთან“ ურთიერთობას და ყველა გამოფენაზე მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ეს კარგია ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციის და ადგილობრივი მეწარმეების გაცნობისათვის.“

გამოფენას, მეწარმეებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ნიკო კაჭკაჭიშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი: „როდესაც დავათვალიერე გამოფენა,  გაკვირვებული დავრჩი, იმდენად მრავალფეროვანი პროდუქცია იყო წარმოდგენილი. მგონია, რომ მოსახლეობას არა აქვს სრული ინფორმაცია იმ პროდუქციაზე, რაც იმერეთის მასშტაბით იწარმოება. საბაზრო ფასთან შედარებით, ფასებიც 20%-ით ქვემოთაა, რაც მისასალმებელია. აღმოვაჩინე ქუთაისის ძალიან კარგი რუკა, რაც ადგილობრივებს და ჩამოსულ სტუმრებს ქუთაისში გადაადგილებას ძალიან გაუადვილებს."

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის გამოფენები. მინდა, ორგანიზატორებს მოვუხადო მადლობა ამ გამოფენის მოწყობისათვის, რადგან ეს კეთდება ადგილობრივი პროდუქციის ხელშეწყობის მიზნით. მიუხადავად იმისა, რომ ძალიან ხშირად დავდივართ რეგიონებში და ვეცნობით ადგილობრივ დონეზე შექმნილ პროდუქციას, მაინც, რამდენიმე ნაწარმის აღმოჩენა ჩვენთვის სიურპრიზი იყო. მინდა ყველა კომპანიას წარმატება ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, აქ შემომსვლელი ყველა ადამიანი დაინტერესდება წარმოდგენილი პროდუქციით, რაც კომპანიების პოპულარიზაციისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ – აღნიშნა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა.

სავაჭრო სამრეწველო პალატის რეგიონულ ოფისში მოწყობილი გამოფენა მუდმივმოქმედია და დაინეტერესებულ პირს ადგილობრივ დონეზე შექმნილი პროდუქციის ნახვა-დათვალიერება სისტემატურად შეეძლება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1945
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია