დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ია ანთაძე სტუდენტებს სტუმრობდა
2010/05/20 16:09:54

დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ჟურნალისტმა ია ანთაძემ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ შექმნილი პროექტი გააცნო, რომლის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პროცესში. პროექტი USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხელისუფლებაზე ან ოპოზიციონერ სუბიექტებზე, შესაძლებლობა ექნება, დარეკოს ან წერილი გააგზავნოს ტელეფონზე 890 88 99 00, ან მიაწოდოს ინფორმაცია ვებ-გვერდს www.cdi.org.ge, რის შემდეგაც ჟურნალისტები დაიწყებენ ამ ინფორმაციაზე მუშაობას. ინფორმაციის მომწოდებლის ანონიმურობა გარანტირებული იქნება.

ია ანთაძის თქმით, საზოგადოება მზად არის, ჩაერთოს ხარისხიანი ინფორმაციის გავრცელებაში და ეს პროექტიც სწორედ ამისთვისაა შექმნილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია