დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლების პიარკამპანია იმერეთში
2010/04/22 12:14:06

21 აპრილს ქუთაისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე სტუმრობდნენ. მათ მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გამართეს პრეზიდენტის რწმუნებულ ლაშა მაქაცარიასა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონში 11 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 31 მილიონი ლარია. ფონდის ხარჯებით მიმდინარეობს ქუთაისის წყალმომარეგების ქსელის რეაბილიტაცია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კვალითის დასახლებაში გზების და წყალმომარაგება-კანალიზაციის ქსელების აღდგენა, ვანში რუსთაველისა და სანაპიროს ქუჩების რეაბილიტაცია. როგორც გაირკვა, 2010 წელს რეგიონში 13 ახალი პროექტი განხორციელდება, ღირებულებით - 13 მილიონი ლარი. ამ თანხის ფარგლებში იგეგმება ქუთაისის ზ. გამსახურდიას, ჩეხოვის, ევდოშვილის ქუჩების და წმინდა სამების ქუჩის მე-4 შესახვევის რეაბილიტაცია, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის და სოფელ მერჯევის წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქცია, სამტრედიის ქუჩების რეაბილიტაცია, ვანის რაიონის შუამთისა და ტობანიერის თემების გზებზე ასფალტის საფარის დაგება, წყალტუბოს შიდა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის რეაბილიტაცია. პროექტებს აფინანსებს საქართველოს მთავრობა, „ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“, აზიის განვითარების ბანკი (ADB) და მსოფლიო ბანკი.

დღეს კი ზესტაფონში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და გუბერნატორი კვალითის დასახლებაში რეაბილიტირებულ გზებსა და წყალმომარეგება-კანალიზაციის ქსელებისა და გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს დაათვალიერებენ, რა თქმა უნდა, ცენტრალური ტელევიზიების კამერების წინ...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1673
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია