დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი შავიშვილი: „საგადასახადო ტვირთი, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა“
2010/04/06 12:58:34

გა­სულ კვი­რას „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლების“ ვებგვერ­დზე გან­თავ­სებულ ია ან­თა­ძის ბლოგს სტუმ­რობდა აუ­დი­ტო­რი ირაკ­ლი შა­ვიშ­ვი­ლი. ბლო­გის კო­მენ­ტა­ტო­რების მი­ერ წი­ნას­წარ, რე­­ტინ­გით შერ­ჩე­­ლი კითხვები სტუ­მარს „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლების“ ეთერ­ში ია ან­თა­ძემ და­უს­ვა. შემ­დეგ კი ბატო­ნი ირაკ­ლი ბლოგს ეწ­ვია, სა­დაც პირ­და­პირ უპა­სუხა კო­მენ­ტა­ტო­რების შე­კითხვებს.  გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ორი ინტერვიუდან და გა­ზე­თის თი­თო­­ულ მკითხველს შემ­დგომ განხილ­ვებში მო­ნა­წი­ლეობის­თვის ვიწ­ვევთ ბლოგ­ზე: www. ta­visuple­ba.org

- ბატო­ნო ირაკ­ლი, დღეს მოქ­მე­დი სა­გა­და­სახადო კო­დექ­სით და მე­წარ­მე­თა შე­სახებ კა­ნო­ნით, ერ­თი შეხედ­ვით, საკ­მა­ოდ გა­მარ­ტი­ვებულია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის და­ფუძ­ნება და გა­და­სახადებიც შემ­ცი­რებულია. თუმ­ცა, ამ ცვლი­ლებებს ქვეყნის ეკო­ნო­მი­კა­ზე მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­დი გარ­და­ტეხა უკე­თე­სობის­კენ არ მოუხდე­ნია. თქვე­ნი აზ­რით, რა არის კა­ნონ­მდებლობის ძი­რი­თა­დი პრობლე­მა და რა აფერხებს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რებას? რა ძი­რე­­ლი რე­ფორ­მებია, თქვე­ნი აზ­რით, გა­სა­ტა­რებელი სა­მა­მუ­ლო წარ­მოების ში­და პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნის ხელ­შეწყობისათ­ვის?
- მო­დით, ასე და­ვიწყოთ, ბიზ­ნე­სის და­ფუძ­ნება ნამ­დვი­ლად გა­მარ­ტი­ვებულია, მაგ­რამ გა­და­სახადების შე­სახებ ცო­ტა რთუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა გვაქვს. გა­და­სახადები სი­ნამ­დვი­ლე­ში არ არის შემ­ცი­რებული და თუ მარ­ტივ სტა­ტის­ტი­კას ვნახავთ, ოფი­ცი­ა­ლურს, 2003 წლამ­დე სა­გა­და­სახადო ტვირ­თი მთლი­ან ში­და პრო­დუქ­ტთან მი­მარ­თებაში იყო 13-14%-ის ფარ­გლებში, ახლა არის 24-25%-ის ფარ­გლებში. ანუ, სა­გა­და­სახადო ტვირ­თი არ შემ­ცი­რებულა. რაც შეეხება თვი­თონ გა­და­სახადების რა­ო­დე­ნობის შემ­ცი­რებას, ამა­ზეც, ცო­ტა, ზღაპ­რებს ყვებიან.

რე­ა­ლუ­რად გა­უქ­მდა 4-5 გა­და­სახადი და არა 15-16. საქ­მე ის გახლავთ, რომ მოხდა რამ­დე­ნი­მე გა­და­სახადის ტრან­სფორ­მა­ცია ერ­თმა­ნეთ­ში, ასე ვთქვათ შეკ­რება; გა­და­სახადების ნა­წი­ლი მო­საკ­რებლების სფე­რო­ში გა­და­ვი­და, თუმ­ცა, ის ტვირ­თად მა­ინც გა­დამხდე­ლებს აწევს. რაც შეეხება კა­ნონ­მდებლობას. პირ­ველ რიგ­ში, კა­ნონ­მდებლობის პრობლე­მა არას­ტაბილუ­რობაა. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რეობით, სა­გა­და­სახადო კო­დექ­სში 5 წლის გან­მავ­ლობაში 57-ჯერ არის შეს­წო­რება შე­სუ­ლი. ეს შეს­წო­რებები ზო­გი რე­დაქ­ცი­უ­ლი ხასი­ა­თი­საა, მაგ­რამ ზო­გი კი პრაქ­ტი­კუ­ლად დი­ა­მეტ­რუ­ლად ცვლის ხოლ­მე კონ­ცეფ­ცი­ას. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან ძნე­ლი იქ­ნება გა­და­სახადების გა­დამხდე­ლების­თვის შორ­სმი­მა­ვა­ლი გეგ­მების და­სახვა. ამი­ტომ ისი­ნი დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რობენ და ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის ინ­ვეს­ტი­ციებს არ დებენ, რაც ასე­ვე პრობლე­მაა. სა­სა­მარ­თლოს არარ­სებობაც პრობლე­მა­ა, კა­ნონ­მდებლობის უსა­მარ­თლობაც. პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლაფ­რის უფ­ლება აქვს ხელი­სუფ­ლებას, გა­და­სახადის გა­დამხდელს კი - არაფ­რის უფ­ლება, გარ­და იმი­სა, რომ გა­და­სახადი გა­დაიხადოს. რა უნ­და გა­კეთ­დეს? პირ­ველ რიგ­ში, ბაზა­რი უნ­და გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ხელი­სუფ­ლების ჩა­რე­ვის­გან. ხელი­სუფ­ლება რაც შე­იძ­ლება ნაკ­ლებად უნ­და კარ­ნახობდეს ბაზ­რის სუბიექ­ტებს თა­ვის პი­რობებს და, უბრა­ლოდ, მი­უ­კერ­ძოებელი არბიტ­რის როლს უნ­და ას­რუ­ლებდეს.

- რო­გორ უნ­და და­იც­ვას თა­ვი ბიზ­ნეს­მა სახელ­მწი­ფო წნეხის­გან?

- ბევ­რი შე­საძ­ლებლობაა, რომ ბიზ­ნეს­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც და­იც­ვას თა­ვი და კო­ლექ­ტი­უ­რა­დაც. ამ შემთხვე­ვა­ში, წვრი­ლი და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი მაქვს მხედ­ვე­ლობაში. იმი­ტომ, რომ მსხვილ ბიზ­ნესს ნაკ­ლებად უჭირს, მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი ისე­დაც ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გე­ნელ­თა, ასე ვთქვათ, „კრი­შის“ ქვეშ არის. წვრილ ბიზ­ნესს აქვს პრობლე­მა კა­ნონ­მდებლობის ცოდ­ნის და მას­ში გარ­კვე­ვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის უფ­რო ად­ვი­ლად მოწყვლა­დია. მას სახსრები ნაკ­ლები აქვს და უჭირს, ვთქვათ, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ბუღალ­ტრის მო­ძიება, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტან­ტის მოწ­ვე­ვა და ასე შემ­დეგ. მე­ო­რე პრობლე­მა კა­ნონ­მდებლობის უცო­დი­ნა­რობიდან გა­მომ­დი­ნა­რეობს, რო­ცა წვრი­ლი ბიზ­ნე­სი უს­მენს, რას ეუბნებიან, მაგ­რამ კა­ნონ­ში არ იხედება. ერთ კონ­კრე­ტულ სა­კითხს და მის გა­დაწყვე­ტას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ მა­გა­ლი­თად, ბიზ­ნესს დღეს უდ­გას და­ნა­კარ­გების აღ­რიცხვის პრობლე­მა. ეს ბუნებრი­ვი და­ნა­კარ­გები, ჩვე­უ­ლებრივ, წარ­მოების პრო­ცეს­ში არ­სებობს, თუმ­ცა, არ არ­სებობს ამის დამ­ტკი­ცებული ნორ­მები, რაც სა­გა­და­სახადო ორ­გა­ნოების მხრი­დან დაბეგ­ვრის სა­ფუძ­ვე­ლი ხდება ხოლ­მე. არა­ვინ იყენებს ისეთ სა­შუ­ა­ლებას, რაც არის კა­ნონ­მდებლობაში, რომ შე­იქ­მნას მე­წარ­მე სუბიექ­ტის სტან­დარ­ტები - რო­მელ­საც, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით, თვი­თონ და­ამ­ტკი­ცებს და გა­მოიყენებს ბუნებრი­ვი და­ნა­კარ­გების ნორ­მებს ისე, რომ ეს და­ნა­კარ­გები დაბეგ­ვრა­ში აღარ მოჰყვება. ეს ხში­რად ხდება, თუ არ ვცდები, ბატონ გო­გი თო­ფა­ძეს ჰქონ­და ასე­თი პრობლე­მა.

- ღირს თუ არა ყბადა­ღებული ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რება და ტუ­რის­ტების მი­ერ ყვე­ლაფ­რის „გა­თელ­ვა“ (ამ პრობლე­მა­ზე უკ­ვე ბევრს ლა­პა­რა­კობენ, რომ ჩვე­ნი დო­ნის ქვეყნებს ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სა­ვალ­ზე მე­ტი - პრობლე­მა რჩება). თუ უკე­თე­სი იქ­ნებოდა, უმე­ტე­სად, სოფ­ლის მე­ურ­ნეობა - ფერ­მე­რობის გან­ვი­თა­რება?

- ამა თუ იმ დარ­გის გან­ვი­თა­რება იმ ადა­მი­ა­ნების გა­და­საწყვე­ტი სა­კითხია, ვი­საც ეს სფე­რო სარ­ფი­ა­ნად მი­აჩ­ნია და ვინც მას­ში ფუ­ლის დაბან­დებას აპი­რებს. ჩე­მი აზ­რით, ნების­მი­ე­რი მი­თი­თება იმის შე­სახებ, თუ რო­მელ სფე­რო­შია სა­ჭი­რო ფუ­ლის დაბან­დება, არაპ­რო­დუქ­ტი­უ­ლია და ნების­მი­ე­რი მე­წარ­მე ნების­მი­ერ ხელი­სუფ­ლებაზე ად­რე გრძნობს, სად ღირს დაბან­დება და სად არა.
მარ­ტი­ვი პა­სუხი ამ ტი­პის კითხვა­ზე ასე­თია: „ფიქ­რობთ, რომ ტუ­რიზ­მი ფეხსაც­მლის წარ­მოება, სას­ტუმ­რო მომ­სახურება და ა.შ. უნ­და გან­ვი­თარ­დეს? ჩა­დეთ მას­ში ფუ­ლი!

- თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად გა­მარ­თლებული იყო „სა­ლა­რო აპა­რა­ტების“ შე­მო­ტა­ნა?

- თა­ვის­თა­ვად, სა­კონ­ტრო­ლო-სა­ლა­რო აპა­რა­ტებში ცუდს ვე­რა­ფერს ვხედავ, რად­გან მა­თი არ­სებობა შე­დის მყიდ­ვე­ლის (გამყიდ­ვე­ლი­საც, აღ­რიცხვის მო­წეს­რი­გების მიზ­ნით) ინ­ტე­რე­სებში. სხვა საქ­მეა, რო­ცა აღ­რიცხვის ამ­გვა­რი მე­თო­დის და­ნერ­გვა იძუ­ლებით ხდება. მე ისე­თი მე­თო­დების მომხრე ვარ, რომ­ლებიც ბუნებრი­ვად წარ­მო­ი­შობა მყიდ­ვე­ლი­სა და გამყიდ­ვე­ლის ურ­თი­ერ­თობაში. დღეს, ჩვე­უ­ლებრივ, არა­მე­წარ­მე მყიდ­ვე­ლებს სა­კონ­ტრო­ლო-სა­ლა­რო აპა­რა­ტის ჩე­კები არა­ფერ­ში არ­გი­ათ. ამი­ტო­მაც ქუ­ჩები მო­ფე­ნი­ლია ამ ჩე­კებით. ხელი­სუფ­ლება კი მათ­რახით ცდი­ლობს აპა­რა­ტების და­ნერ­გვას. მე რომ მკითხოთ, და­ვუშ­ვებდი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სახად­ში ნების­მი­ე­რი ხარჯის გა­მოქ­ვით­ვას არა­მე­წარ­მე ფი­ზი­კუ­რი პი­რების­თვის, ოღონდ - დეკ­ლა­რა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნი­სა და ხარჯების საბან­კო გა­და­რიცხვით, ან ამ ჩე­კით და­დას­ტუ­რების პი­რობით, - ხოლო სა­ლა­რო აპა­რა­ტების სა­ვალ­დებულოობას გა­ვა­უქ­მებდი. ასეთ დროს მყიდ­ვე­ლების მხრი­დან გაჩ­ნდებოდა მოთხოვ­ნა ჩეკ­ზე, ხოლო გამყიდ­ვე­ლებს ამ აპა­რა­ტის დად­გმას კონ­კუ­რენ­ცია აი­ძუ­ლებდა და არა ხელი­სუფ­ლება. ნურც იმას მეტყვის ვინ­მე, რომ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სახადს აღა­რა­ვინ გა­დაიხდი­და. კი, ბატო­ნო, ღა­რიბ მო­სახლეობას აღარ მო­უ­წევ­და გა­და­სახადის გა­დახდა (ეს ცუ­დია), სა­მა­გი­ე­როდ, ამ ჩე­კებით მის­ცემ­და „მი­სა­მართს“ იმ პი­რი­სა, ვინც სა­ქონ­ლის გაყიდ­ვით მი­ი­ღო შე­მო­სა­ვა­ლი და ვი­საც ეკის­რება გა­და­სახადის გა­დახდა. გა­და­სახადს გა­დაიხდის ის პი­რიც, ვი­სი შე­მო­სავ­ლებიც აღე­მა­ტება ხარჯებს. ამას - გარ­და ზე­მოთ­ქმუ­ლი­სა - სო­ცი­ა­ლუ­რი ეფექ­ტიც ექ­ნებოდა. ჩვენ­თან კი რა ხდება? შიმ­ში­ლის პი­რას მყოფიც კი იხდის გა­და­სახადს, რად­გან არ შე­უძ­ლია, თუნ­დაც, ძლივს შე­კო­წი­წებული 50 ლა­რი­და­ნაც კი რა­ი­მე გა­მოქ­ვი­თოს და ამით სა­გა­და­სახადო ტვირ­თი შე­იმ­ცი­როს. ამ­გვა­რი იძუ­ლებების შე­დე­გია ის, რაც დღეს გვაქვს - მათ­რახია­ნი ხელი­სუფ­ლება და აღ­შფო­თებული ბაზ­რობის მო­ვაჭ­რეები. თუ მო­ვაჭ­რეები ძა­ლი­ან აღ­შფოთ­დებიან, ხელი­სუფ­ლება გა­და­ა­ვა­დებს ამ აპა­რა­ტის ამოქ­მე­დების ვალ­დებულებას, თუ ნაკ­ლებად - აჯარი­მებს და გვაქვს „გა­მიშ­ვი-გა­მა­ტა­რე“. არა­და, თუ ყვე­ლა აქ­ტო­რის ინ­ტე­რე­სებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ად­ვი­ლად შე­იძ­ლება ნორ­მა­ლუ­რი მდგო­მა­რეობის დამყარება.

- თქვე­ნი აზ­რით, კა­ნო­ნი ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის შე­სახებ რამ­დე­ნად შე­­საბამება თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის პრინ­ცი­პებს?

- თქვენ, ალბათ, გუ­ლისხმობთ სა­გა­და­სახადო კო­დექ­სის მუხლს ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის შე­სახებ, რო­მე­ლიც ბოლო დროს „გა­ა­აქ­ტი­უ­რეს“ სა­გა­და­სახადო ორ­გა­ნოებმა.
თა­ვად ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის პრინ­ცი­პებს არ არ­ღვევს, ისე­ვე, რო­გორც და­ნა არ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც მკვლე­ლობის ია­რა­ღი. საქ­მე ის არის, რო­გორ გა­მოიყენებ, ამ ინ­სტრუ­მენტს. იმი­სათ­ვის, რომ კარ­გად გა­ვერ­კვეთ, ცო­ტა წვრი­ლად აღ­ვწერ პრო­ცე­დუ­რებს? სა­გა­და­სახადო კო­დექ­სის მიხედ­ვით, სა­გა­და­სახადო ორ­გა­ნოს ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის მოთხოვ­ნა შე­უძ­ლია მხოლოდ ორჯერ წე­ლი­წად­ში (იმ პი­რებთან, ვინც არ ფლობს აქ­ცი­ზურ სა­ქო­ნელს - ალ­კოჰოლს, თამბაქოს, ნავ­თობპრო­დუქ­ტებს. აქ­ცი­ზუ­რი სა­ქონ­ლის მფლობელ პი­რებთან ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის ჩა­ტა­რება შე­იძ­ლება დღე­ში სამჯერ - (ჭა­მის წინ ან ჭა­მის შემ­დეგ). აუ­ცი­ლებლობის შემთხვე­ვა­ში, მე­სა­მე­დაც შე­იძ­ლება, ოღონდ შე­მო­სავ­ლების სამ­სახურის უფ­რო­სის ბრძა­ნებით. ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებლად აუ­ცი­ლებელია სა­გა­და­სახადო ორ­გა­ნოს უფ­რო­სის მო­ტი­ვი­რებული(?!) ბრძა­ნება, რომ­ლი­თაც იგი და­ა­ვალ­დებულებს გა­და­სახადის გა­დამხდელს, თა­ვად (!) შექ­მნას სა­ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ციო კო­მი­სია და თა­ვად ჩა­ა­ტა­როს ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია. ამ კო­მი­სი­ა­ში სა­გა­და­სახადო ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლებიც შე­იძ­ლება ჩა­ერ­თონ, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვე­ვა­ში, თუ ამას ეს ორ­გა­ნო მო­ითხოვს (ანუ, პრინ­ცი­პუ­ლად, ეს აუ­ცი­ლებელი არ არის). თუ გა­დამხდე­ლი 2 დღის ვა­და­ში არ ქმნის ამ კო­მი­სი­ას, მა­შინ (!) თა­ვად სა­გა­და­სახადო ორ­გა­ნოს შე­უძ­ლია მი­სი შექ­მნა. რაც შეეხება ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის დროს სა­თავ­სების და­ლუქ­ვას - ეს არ არის აუ­ცი­ლებელი, მაგ­რამ ამის შე­სახებ გა­დაწყვე­ტი­ლებას იღებს სა­გა­და­სახადო ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრო­მე­ლი (და არა - უფ­რო­სი!). კა­ნონ­ში ასე­ვე წე­რია, რომ ამ პრო­ცე­დუ­რამ არ უნ­და შე­ა­ფერხოს გა­დამხდე­ლის საქ­მი­ა­ნობა (გო­ნივ­რულ ფარ­გლებში). პრაქ­ტი­კა­ში კი რო­გორ ხდება? - ბრძა­ნებას არ აქვს მო­ტი­ვა­ცია (თუ არ ჩავ­თვლით სა­გა­და­სახადო კო­დექ­სის მუხლების ჩა­მო­ნათ­ვალს), სა­გა­და­სახადო ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლები პირ­და­პირ მი­დი­ან გა­დამხდე­ლებთან, ულუ­ქა­ვენ სა­თავ­სებს და ამის შემ­დეგ კვი­რაობით და თვეობით მი­დის იმის გარ­კვე­ვა, რამ­დე­ნი „და­არ­ღვია“ გა­და­სახადის გა­დამხდელ­მა და რამ­დენს გა­დაიხდის აქე­დან. და­ლუქ­ვით მიყენებული ზა­რა­ლის ანაზ­ღა­უ­რებაზე, ცხადია, ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. სა­ჭი­როა მე­ტი კო­მენ­ტა­რი?

 

მო­ამ­ზა­დამა­ნა­ნა იაშ­ვილ­მა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია