დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,8 პროცენტით შემცირდა
2013/05/15 15:10:51

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ფასების ინდექსის ცვლილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი  0,8 პროცენტით შემცირდა.

აპრილში, მარტთან შედარებით, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:  დამამუშავებელი მრეწველობა ( ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით );  ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა (კლება 18,5 პროცენტი), საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს  წარმოება (კლება 1,9 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, საპირისპირო მდგომარეობაა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაში. კერძოდ, ამ სფეროში  ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით და სექციის წვლილმა აპრილის თვის ინდექსის პროცენტული ცვლილების მაჩვენებელში 0,22 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1756
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია