დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაეხმარეთ სკოლებს - პრეზიდენტის დავალებით
2010/03/29 12:40:18

შაშკინი ამბობს, რომ ამ პროექტში მატერიალური კომპონენტი ანუ ფულადი დახმარება წამყვანი არ არის, მთავარი ბავშვებისთვის ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებაა. მაგრამ თუ „ალუმნაიას“ კლუბის წარმატებულ წევრებს სურვილი ექნებათ, სკოლას მატერიალური პრობლემების მოგვარებაშიც დაეხმარონ, ეს უკვე კლუბის წევრებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, ფინანსური კომპონენტი სკოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით - იმ სკოლებისთვის, რომლებსაც ცოტა მოსწავლეები ჰყავთ და, შესაბამისად, ვაუჩერების სიმცირესაც უჩივიან. პროექტის თანახმად „კურსდამთავრებულთა კლუბის“ წევრობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ეს ნებაყოფლობითია. კლუბის წევრობა მასაც შეუძლია , ვისაც სკოლა საქართველოში არ აქვს დასრულებული. ხოლო მას შემდეგ, რაც კლუბის წევრები გაერთიანდებიან, სკოლის პრობლემებში მათ დირექცია გაარკვევს და ამის შემდეგ მათი ერთობლივი მუშაობა დაიწყება. „კურსდამთავრებულთა კლუბის“ წევრები დირექტორებთან და პედაგოგებთან კოორდინირებული მუშაობით გადაწყვეტენ, თუ რა ფორმით ჩაერთვებიან პროექტში.

სკოლებმა კურსდამთავრებულ-ებთან  წერილები უკვე დააგზავნეს. ამას პრეზიდენტის დავალებაც დაემატა და, მართალია, ამ კლუბის მთავარი აქცენტები თანხებზე არ კეთდება, მაგრამ პრეზიდენტის პირდაპირ დავალებას - ხელფასის გარკვეული ნაწილი საკუარ სკოლებს უწილადონ - უკვე პირნათლად ასრულებენ. ჩვენი ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს ამ პროგრამაში  ჩართვას „ზევიდან“ ავალდებულებენ, თუმცა, ჩვენთან საუბარში ზეწოლებზე არავინ საუბრობს. სკოლების ბიუჯეტებში კი თანხების შესვლა უკვე დაიწყო.

მეტი თანხები მაინც პრესტიჟულ სკოლებში შევიდა.  ასე მოხდა მთელ საქართველოში, ასეა ქუთაისშიც.

მე-2 საჯარო სკოლის დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი სალომე სარალიძე ამბობს, რომ, ბოლო მონაცემებით, სკოლადამთავრებულთა შემონატანი 2000 ლარამდეა. შემოსული თანხებიდან ყველაზე დიდი შემონატანი 100 ლარია, დანარჩენებმა 50-50 ლარი შემოიტანეს, ინიციატივა, რომ მშობლიურ სკოლას დახმარებოდა, 32 ადამიანმა გამოიჩინა. მე-5 სკოლაში შემოსულმა თანხებმა 700 ლარამდე მიაღწია.

„დაახლოებით 16 წერილი დავაგზავნეთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენს სკოლაში სწავლობდნენ და წარმატებულები არიან, დღეს საქართველოში არ იმყოფებიან. წერილები, ძირითადად, ოჯახებში დავტოვეთ. ველოდებით, რომ აღდგომისთვის ყველა ჩამოვა და, შესაბამისად, თანხებიც გაიზრდება. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ვახტანგ კეკუა კი ორი ოთახის კაპიტალურ რემონტს დაგვპირდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში მე-5 საჯარო სკოლის დირექტორმა ციალა ანთიძემ.

მე-8 საჯარო სკოლაში შენატანი 600 ლარია. სკოლის დახმარების სურვილი 7-8 სკოლადამთავრებულმა გამოთქვა, აქედან ერთ-ერთი ყოფილი პარლამენტარი გია უკლებაა, რომელმაც 200 ლარი უსახსოვრა სკოლას. „ეს თანხა ან სკოლას მოხმარდება, ან მასწავლებელთა წახალისებას, თუმცა, ჯერჯერობით, არ გადაგვიწყვეტია,“ - გვითხრა სკოლის დირექტორმა რეზო სირბილაძემ.

თანხები არც თუ სოლიდურია.

ეტყობა, პრეზიდენტის სიტყვიერმა ბრძანებამ და მისმა პირადმა მაგალითმა იგივე სურვილი ბევრს არ გაუღვიძა, რადგან არიან ისეთი სკოლებიც, რომლის დირექტორებმაც კურსდამთავრებულებთან წერილები დააგზავნეს, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მაგალითისთვის მე-4 და მე-9 საჯარო სკოლები შეგვიძლია მოვიყვანოთ. არადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ვარაუდობენ, რომ „ალუმნაიას“ პროექტი დროთა განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდება. თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს სურდა საკუთარ სკოლას დახმარებოდა, მაგრამ ამის მექანიზმი არ არსებობდა.

„ალუმნაიას“ პროგრამა ახლო მომავალში უმაღლეს სასწავლებლებშიც დაიგეგმება. ამის შესახებ დიმიტრი შაშკინმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს თქვა. ასეთი პროექტი ყველა ცივილურ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს და არა მხოლოდ სკოლებში, არამედ - უმაღლეს სასწავლებლებში. იქ „ალუმნაიას“ სპეციალური ფონდია დაარსებული. ფონდის თანხებით იმ ნიჭიერ სტუდენტთა სწავლა ფინანსდება, რომელთაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არა აქვთ. თუმცა, იქ კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია