დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2 მარტისთვის დაგეგმილი მასწავლებელთა გაფიცვა მაისისთვის გადაიდო
2010/03/01 13:49:17

26 თებერვალს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მანანა ღურჭუმალიძემ და საგაფიცვო კომიტეტის წევრებმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს 2 მარტს დაგეგმილ მასწავლებელთა გაფიცვასთან დაკავშირებით. 

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რა შედეგებით დასრულდა საქართველოს ყველა სკოლაში გამართული პროფკავშირული კრებები და როგორია გადაწყვეტილებათა ოქმები.

„საგაფიცვო კომიტეტმა, მასწავლებელთა  უმრავლესობის თხოვნით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაფიცვა გადაიდოს 11 მაისისათვის. თუ 1 მაისამდე რეალური მოლაპარაკება არ შედგება განათლების სამინისტროსთან, მასწავლებლები საშიმშილო აქციაზე დასხდებიან დიდ ქალაქებში, ხოლო 11 მაისს იქნება გამაფრთხილებელი გაფიცვა,“ - განაცხადა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მანანა ღურჭუმალიძემ.

 მისი თქმით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან რეალური სოციალური დიალოგი ჯერ ვერ შედგა. უფრო მეტიც, პროფკავშირების დასჯის მიზნით სახელმწიფომ თავისუფალ პროფკავშირებს ყვითელი გაერთიანება „სინდიკატი“ დაუპირისპირა.

გარდა ამისა, გაფიცვის მოთხოვნის პერიოდში საოცარი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ მასწავლებლები და სკოლის დირექტორები. პროფკავშირების საქმიანობაში ერეოდა უშიშროების სამსახური.

„ჩვენ ვითხოვდით მოლაპარაკებას, მაგრამ მივიღეთ საშინელი ზეწოლა, მე ვიტყოდი, რომ უპრეცედენტო. ჩვენს თვალწინ განხორციელდა პროფკავშირების ანექსია, ისე როგორც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია. როგორც რუსეთმა აღიარა არაკანონიერად აფხაზეთი და სამაჩაბლო, ზუსტად ასევე მოხდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. არაპროფესიული კავშირი, არასამთავრობო ორგანიზაცია აღიარეს პროფკავშირად. ისინი ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ მასწავლებლებზე, რათა მათ დატოვონ ჩვენი პროფესიული კავშირები და გადავიდნენ „სინდიკატში“, თუმცა ჩვენი წევრებიდან „სინდიკატში“ არავინ არ გადასულა,“ - აღნიშნა მანანა ღურჭუმალიძემ.

საქართველოს მასწავლებლებმა კიდევ მისცეს დრო ხელისუფლებას, რომ დაიწყოს რეალური სოციალური დიალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობა და გაფიცვა გარდაუვალი იქნება.

სალომე სანიკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია