დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იანგარიშე, რამდენით შეგიმცირდა ხელფასი - NGO-მ ლარის გაუფასურების კალკურატორი შექმნა
2015/02/20 20:50:41

ონლაინსივრცეში ლარის გაუფასურების კალკურატორი გამოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯამპსტარტის“ მიერ შექმნილიკალკულატორი მომხმარებლებს იმ თანხის დათვლაში ეხმარება, რომელიც მათ ლარის ინფლაციის გამო დაკარგეს.


მომხმარებელი მითითებულ გრაფაში წერს, რა თანხას ფლობდა იგი ლარებში, კალკულატორს კი არსებული ქონება აშშ დოლარში ორი სხვადასხვა კურსის მიხედვით გადაჰყავს. ერთ გრაფაში 2014 წლის 19 ნოემბრის (1.76) კურსია მითითებული, მეორე გრაფაში კი 2015 წლის 19 თებერვლის (2.08). კალკულატორი ითვლის სხვაობასაც, იმის საჩვენებლად, თუ რამდენი აშშ დოლარით შემცირდა თქვენი ქონება ბოლო 3 თვეში.


2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე, 3 თვეში, ქართული ლარის ღირებულება ამერიკულ დოლართან მიმართებაში 18.18%-ით შემცირდა.

 



„ჯამპსტარტ ჯორჯია“ საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ღია წყაროს ტექნოლოგიების გამოყენებით, საზოგადოებისათვის საინტერესო და აქტუალური მონაცემების ხელმისაწვდომობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს.


„ჯამპსტარტ ჯორჯია“ 2009 წლის 28 ოქტომბერს, როგორც „ღია რუკები კავკასია“ ჯამპსტარტ ინტერნეშენალის დაფინანსებით დაარსდა. სწორედ მათ შეაგროვეს საქართველოს ქუჩების გარუკიანებისთვის საჭირო მონაცემები, რომელიც შემდეგ Google Maps-ს, OpenStreetMap-ს და Nokia-ს გადაეცათ.


„ჯამპტსტარტის“ პროექტებზე უცხოელი ახალგაზრდები, ანტონ კამარიანი,ბრაიან გილიქინ და ერიკ ბარეტი ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.

 

ავტორ(ებ)ი : მარიამ მჭედლიშვილი
წყარო: http://commersant.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3354
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია