დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჰერკულესმა“ კუნთები წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ აათამაშა
2010/02/01 12:31:56

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული კვირის ბოლოს ქუთაისში კიდევ ერთი საწარმო კიდევ ერთხელ გახსნა. მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ინდოელ ინვესტორთა მიერ ქართველებთან თანაპარტნიორობით გაიხსნა, ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს. ინდოელმა ინვესტორებმა მეტალურგიული ქარხნის „ჰერკულესის“ აღდგენა-ფუნქციონირებისთვის 30 მილიონი დოლარი ჩადეს. აქ 500 ადამიანია დასაქმებული, რომელთა 50 პროცენტი ინდოელია. მათი სამუშაოს ანაზღაურება 700-დან 1000 ლარამდეა. როგორც დირექტორთა საბჭოს წევრმა პაატა ჩხენკელმა განაცხადა: „ეს პროექტის პირველი ეტაპია. მეორე ეტაპი მიმდინარე წელს დაიწყება,  რაც გაზრდის პროდუქციის წარმადობას და სამუშაო ადგილებს.“

საწარმო სამშენებლო არმატურას გამოუშვებს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. თუმცა ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს უცხოეთის რამდენიმე ქვეყანასთანაც აწარმოებენ. ნედლეულის მოპოვება კი დღეს ადგილზე ჯართის სახით მოხდება.

ქარხნის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ „ჰერკულესი“ უმაღლესი ტექნოლოგიებით გამართული მეტალურგიული ქარხანაა.

სწორედ ამიტომ ჩათვალა პრეზიდენტმა, რომ ქარხნის წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ მონახულება არცთუ ურიგო იქნებოდა. თუმცა ეს დღეს მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ქარხანამ პირველი პროდუქცია პრეზიდენტის თანდასწრებით გამოუშვა. „ბევრს ეგონა, რომ ეს ქარხანა არ ამუშავდებოდა, მაგრამ, როგორც ხედავთ მუშაობს და საკმაოდ წარმატებულადაც. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქუთაისი მართლაც იქნება საქართველოს მეორე ქალაქი.“- განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტალურგიულ ქარხანაში, მეორე ეტაპზე, კიდევ 500 მუშახელის დასაქმება იგეგმება. მეორე ეტაპის დაწყებასაც, ალბათ, პრეზიდენტი თავად უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ, ეს არჩევნებამდე იქნება, რადგან ადგილობრივ არჩევნებში მოპოვებული ქულები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ვცხოვრობთ, არჩევნებამდე, ალბათ, კიდევ რამდენიმე ქარხნის გახსნისა და ეკონომიკური წარმატების მომსწრე გავხდებით. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია