დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საცობებად ქცეული ქუჩები
2011/12/05 11:42:53

ქუთაისის ნახევრადდატბორილ ქუჩებში ტროტუარებიდან გადმონაცვლებული ხალხი პრობლემებს უქმნის ცენტრალურ გზებზე მოძრავ მანქანებს. ამ დღეებში თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე საცობებია და მძღოლებს რამდენიმე საათი სჭირდებათ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. ჩვენ შევეცადეთ, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის სამსახურის უფროსს გავსაუბრებოდით.

„ეს პრობლემა ქალაქის ცენტრში დროდადრო  იქმნება, თუმცა მალევე აღმოფხვრილი ხდება. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, გამართულია, არანაირი ტექნიკური პრობლემა ქალაქში ამ დროისთვის არ არის. გეგმის მიხედვით მოძრაობს საქალაქო ტრანსპორტი,“ - გვითხრა ვალერი კლდიაშვილმა.

რამდენად რეალური სურათი წარმოადგინა ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა? მოვუსმინოთ მოქალაქეს.

„რამდენიმე წუთია, აქ ვდგავარ, თოვლით არის დატბორილი ქალაქი, ხალხი ისევ გზებზე დადის, რადგან ტროტუარებზე წყლები დგას, ამიტომაც იქმნება საცობები. დღეს შევცდი და ხვალ უკვე მანქანას დავტოვებ სახლში, ისევ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვიმგზავრებ,“ - თქვა მძღოლმა ომარ ახვლედიანმა.

მძღოლების უმრავლესობა იმედოვნებს, რომ თოვლის გადნობის შემდეგ ქალაქის ქუჩებში საცობები აღარ იქნება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია