დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აჭარის ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ახალი სკოლა აშენდება
2013/07/02 22:22:20

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთის მოსახლეობას, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა გასული საუკუნის 40 წლებშია აშენებული. შენობა ამორტიზირებულია და კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარება. სკოლის შენობა  სასაფლაოს გვერდით მდებარეობს. კედლები დაბზარული და დეფორმირებულია. სკოლაში არის მხოლოდ 12 საკლასო ოთახი.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი სკოლა გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდება, სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, საბუნებისმეტყველო  და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით.

 სოფელი სამღერეთი აჭარის ეკომიგრანტებით არის დასახლებული, შესაბამისად, სკოლა ქართულენოვანია. ამჟამად აქ 100 მოსწავლე სწავლობს, მათგან 12 ადმინისტრაციულად შემოერთებულ შიხილოს დაწყებითი აზერბაიჯანული სკოლადან დადის და მათ  2013 თებერვლიდან, სამინისტროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი ემსახურებათ.

სოფელში დემოგრაფიული მდგომარეობა ზრდადია. შესაბამისად, ახალი  სკოლა  150 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ყველა პირობა იქნება შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია