დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაძველებული ეკონომიკური პროექტები და მილიონიანი ვალი
2009/11/23 14:15:16

მსოფ­ლიო კრი­ზი­სის ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობამ ომის შემ­დგო­მი კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად გა­მოყოფი­ლი 4 მი­ლი­არ­დნახევა­რი დო­ლა­რის 50%-ზე მე­ტი დო­ნო­რების­გან უკ­ვე მი­­ღო. აქე­დან ნა­წი­ლი გრან­ტი­ა, ნა­წი­ლი - სესხი. სწო­რედ ამ ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებად იგ­რძნობა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი იმ­დე­ნად „მდგრა­დი“ ეკო­ნო­მი­კა აღ­მოჩ­ნდა, რომ ხელი­სუფ­ლებამ კი­დევ ერ­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის შექ­მნის შე­სახებ გა­­კე­თა გა­ნაცხადი. დაახლოებით ერ­თი თვის წინ თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი პარ­ლა­მენტს გა­აც­ნო და და­სამ­ტკი­ცებლად წა­რუდ­გი­ნა.

ქვეყანა­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კურ ძვრებზე ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კითხებში რე­ზო საყევა­რიშ­ვი­ლი გვე­საუბრება.

 

- ბატო­ნო რე­ზო, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტის მი­ღება იმ ფორ­მით, რო­გო­რიც პარ­ლა­მენტს გან­სახილ­ვე­ლად მი­­ცა?

- დეკ­ლა­რა­ცი­უ­ლი გა­ნაცხადის მიღ­მა ამ ქარ­ტი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის სახე არ მი­უ­ღია. ძნე­ლი­ა, წი­ნამ­დებარე გა­ნაცხადების ფონ­ზე გა­ნი­საზ­ღვროს განხორ­ცი­ელ­დება თუ არა ეს აქ­ტი. მას­ში მარ­თლაც არის რა­ღაც სიახლეები არა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ის, შე­იძ­ლება, ცალ­სახად იყოს ქვეყნის კრი­ზი­სი­დან გა­მომყვა­ნი, არა­მედ იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ჩვენ შეგ­ვექ­მნეს უფ­რო ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა ხელი­სუფ­ლების პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­დე­ლის შე­სახებ, რა­საც პრე­ზი­დენ­ტი და მი­სი გუნ­დი მიჰყვებოდ­ნენ. პრე­ზი­დენ­ტის­თვის ყვე­ლა­ზე მი­ღებული აღ­მოჩ­ნდა ლიბერ­ტა­ნი­ა­ლუ­რი ხედ­ვა ეკო­ნო­მი­კა­ში, რაც დეკ­ლა­რა­ცი­ის დო­ნე­ზე გუ­ლისხმობს სახელ­მწი­ფოს მი­ნი­მა­ლურ ჩა­რე­ვას ეკო­ნო­მი­კა­ში და თა­ვი­სუ­ფალ ბაზარ­ზე გა­დაყვა­ნას. ამ თვალ­საზ­რი­სით ის სიახლეები, რაც თქვა პრე­ზი­დენ­ტმა, ბევრ ნა­წილ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად თავ­დაყირა აყენებს იმას, რაც მა­ნამ­დე გვქონ­და. ვგუ­ლისხმობ იმას, რომ თუ იყო უდე­ფი­ცი­ტო ბიუჯეტი, ამჟამად ბიუჯეტის დე­ფი­ცი­ტი დაშ­ვებულია. არ იყო და­წე­სებული სა­გა­რეო ვა­ლის ზე­და ზღვა­რი, ახლა უკ­ვე და­წე­სებული იქ­ნება. პრინ­ციპ­ში, ამ აქ­ტით ჩვენ მი­ვი­ღეთ ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლები, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზე უნ­და და­ი­გეგ­მოს ქვეყნის ეკო­ნო­მი­კა.

- და რამ­დე­ნად აუ­ცი­ლებელი იყო აქ­ტის მი­ღება?

- კარ­გი­ა, რო­ცა რა­ღაც და­გეგ­მი­ლია. უკე­თე­სი­ა, რო­ცა ვი­ცით, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია ხელი­სუფ­ლებას ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რების თუნ­დაც უახლე­სი 10 წე­ლი. რაც შეეხება ახალ გა­ნაცხადს, რო­მე­ლიც საბრუ­ნა­ვი სახსრების ბიზ­ნეს­მე­ნების­თვის დაბრუ­ნებას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ეს თე­ო­რი­უ­ლად მო­წო­დებულია იმის­თვის, რომ ბიზ­ნეს­მე­ნებთან კო­მუ­ნი­კაბელუ­რი ურ­თი­ერ­თობა ჰქონ­დეს ხელი­სუფ­ლებას. გარ­და ამი­სა, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ბიზ­ნეს­თან არ­სებულ პობლე­მა­ზე უნ­და არ­სებობდეს პი­რი, რო­მელ­საც პა­სუხი მო­ეთხოვება. თუმ­ცა იუ­რი­დი­უ­ლად ესეც არ არის გა­ფორ­მებული. ფაქ­ტია, რომ 2008 წლის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან და ომის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ რამ­დე­ნი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­რა­მა გა­მო­აცხადა. ბევ­რი რამ გა­ნუხორ­ცი­ე­ლებლად დაძ­ველ­და, არ ივარ­გა, ან არ იმუ­შა­ვა. ახალ ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტებს, ჯერჯერობით, დრო­ის გა­მოც­და არ გა­უვ­ლია. შე­საბამი­სად, სიახლეების პრაქ­ტი­კუ­ლი განხორ­ცი­ე­ლება არ გვი­ნახავს.

- აქ­ტის გა­მოცხადებამ­დე გა­­­რა თუ არა პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სულ­ტა­ციები ექ­სპერ­ტებთან?

- მე არ ვი­ცი. თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლების აქ­ტში გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რებების უმე­ტე­სობა აქ­ტი­უ­რად ეთა­ნა­დება შეხედუ­ლებების იმ მი­მარ­თუ­ლებებს, რო­მელ­საც ავი­თა­რებს კახა ბენ­დუ­ქი­ძის გუნ­დი. ეკო­ნო­მი­კის ამ მო­დე­ლით გან­ვი­თა­რება იმ ადა­მი­ა­ნებს ეკუთ­ვნით, რომ­ლებიც ნა­წი­ლობრივ წა­ვიდ­ნენ ხელი­სუფ­ლებიდან, თუმ­ცა ნა­წი­ლობრივ არი­ან მთავ­რობაში დარ­ჩე­ნი­ლებიც.

- თქვენ ამბობთ, რომ ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა კვლავ ბენ­დუ­ქი­ძის ხელ­შია...

- შე­საძ­ლოა, თუმ­ცა ამას ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა დღე­საც, იმ მი­მარ­თუ­ლებით ვი­თარ­დება, რა­საც ბენ­დუ­ქი­ძის გუნ­დი მი­სი ხელი­სუფ­ლებაში ყოფ­ნის დროს ახორ­ცი­ე­ლებდა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, პარ­ლა­მენ­ტი მი­­ღებს აქტს ამ ფორ­მით, თუ მოხდება ცვლი­ლებები მას­ში?

- ვერ გეტყვით, თუმ­ცა აქ მე­ო­რე მო­მენ­ტია, რამ­დე­ნად სწრა­ფად და სრუ­ლად მოხდება ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­კა­ნონ­მდებლო უზ­რუნ­ველყოფა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვი­დან პარ­ლა­მენ­ტშია შე­სუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კითხების რე­ფე­რენ­დუ­მით რე­გუ­ლი­რების იდე­აა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო შეს­წო­რება უკ­ვე შე­სუ­ლია პარ­ლა­მენ­ტში და, ალბათ, უახლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო სახესაც მი­ი­ღებს.

- დო­ნორ­თა მი­ერ გა­მოყოფი­ლი თანხები, რო­მე­ლიც ოფი­ცი­­ლუ­რად ომის შემ­დეგ გა­ფორ­მდა არა­სამ­თავ­რობოების განცხადებით მა­ნამ­დე იყო გა­მოყოფი­ლი, გარ­და ამი­სა, ნა­წი­ლი სესხია. რა რეჟიმით გვი­წევს სა­გა­რეო ვა­ლის და­ფარ­ვა და შეძ­ლებს გან­ვი­თა­რებადი ქვეყნის ეკო­ნო­მი­კა მი­ლი­არ­დობით ვა­ლის გა­დახდას?

- ვა­ლების ნა­წი­ლი აღებული იყო ობიექ­ტუ­რი მი­ზე­ზების გა­მო. ნა­წი­ლის აღება კი დღემ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვებს იწ­ვევს. დღემ­დე არ­სებობს და არა­ვის არ გა­უ­ნე­იტ­რა­ლებია ინ­ტე­რე­სი ევ­როობლი­გა­ცეიბის აღების სა­ჭი­როებას­თან და­კავ­ში­რებით. ფაქ­ტია, რომ ქვეყანა­ში არ­სებულ­მა არა­ე­კო­ნო­მი­კურ­მა კრი­ზის­მა, რაც აი­სახა ქვეყნის ში­და შე­მო­სა­ვალ­ში და სა­გა­რეო ინ­ვეს­ტი­ციების მო­ზიდ­ვა­ზე, დღის წეს­რიგ­ში დააყენა გა­რე და­ფი­ნან­სების მო­ზიდ­ვა. რაც ახალი გრან­ტების და კრე­დი­ტების სახით მოხდა. ამ თვალ­საზ­რი­სით ქეყანამ მოახერხა პირ­ვე­ლა­დი შო­კის დაძ­ლე­ვა. თუმ­ცა კითხვებია ხარჯების გამ­ჭვირ­ვა­ლობაზე და ეფექ­ტი­ან ხარჯებზე.

- გა­სულ წელს აშენ­და სახლები, დევ­ნი­ლების­თვის, და­­გო გზები. ეს გრან­ტით გა­კეთ­და თუ კრე­დი­ტით?

- ამ ეტაპ­ზე გრან­ტის ნაწ­ლის ხარჯვა თით­ქმის ამო­წუ­რუ­ლია და უკ­ვე კრე­დი­ტის ხარჯვა­ზე გა­დავ­დი­ვართ. მო­მა­ვალ წელს საკ­რე­დი­ტო ნა­წი­ლის ერ­თი მი­ლი­არ­დი შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- და საკ­რე­დი­ტო ნა­წი­ლის ხარჯვის კონ­ტრო­ლი ვის ევა­ლება?

- ყვე­ლა დახმა­რება მი­ე­მარ­თება ბიუჯეტის გავ­ლით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­სი ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი მა­კონ­ტრო­ლებელი კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა და პარ­ლა­მენ­ტია.

- რამ­დე­ნა­დაც ცნობილია ძვე­ლი და ახალი ვა­ლის გა­დახდა 2010 წლი­დან იწყება, რომ­ლის­თვი­საც სახელ­მწი­ფოს ბიუჯეტი­დან 95 მლნ ლა­რი სჭირ­დება.

- 2010 წლი­დან იწყება ვა­ლების მომ­სახურების ახალი ზრდის ციკ­ლი, რო­მე­ლიც 2014 წელს პიკს აღ­წევს. აქ საუბარია ძი­რი­თა­დი თანხის და­ფარ­ვის პა­რა­ლე­ლურ რეჟიმ­ზე. მომ­სახურების პრო­ცენ­ტების გა­დახდას­თან ერ­თად.

- და სა­შუ­­ლოდ კრე­დი­ტი რამ­დენ პრო­ცენ­ტი­­ნია?

- სხვა­დასხვა თანხებია სხვა­დასხვა პე­რი­ო­დით და პრო­ცენ­ტით აღებული. ამი­ტომ სა­ერ­თო ციფ­რის გა­მოყვა­ნა ძნე­ლია. 2013 წელს კი ქვაყანას 772 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახდა უწევს, რის შემ­დე­გაც თანხა კლუბში მი­დის. თუმ­ცა სა­და­ვოა, ექ­ნება თუ არა ქვეყანას 2013 წელს იმ­დე­ნი  რე­სურ­სი, რომ ამ ვა­ლის გა­დახდა შეძ­ლოს. აქ ჩნდება კითხვა, ხომ არ მოხდება ამ ვა­ლის გა­და­ვა­დება-ჩა­მო­წე­რა სხვა ვალ­დებულებაზე უა­რის თქმის სა­ნაც­ვლოდ.

- და ბოლოს, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა ვი­თარ­დება?

- ეკო­ნო­მი­კა არ­სებობს იქაც კი, სა­დაც არ არ­სებობს. ფაქ­ტია, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის შემ­დგომ ბედ­თან ბევ­რი კითხვა ჩნდება. ნების­მი­ერ შემთხვე­ვა­ში კარ­გია, რომ მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა რა­ღაც დო­ზით ინ­ტეგ­რი­რებულია. დღეს მი­დის ძიება ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რების რა­ღაც მო­დე­ლი­სა, რო­მელ­მაც უნ­და გან­საზ­ღვროს ქვეყნის ეკო­ნო­მი­კა გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვით. ამ ეტაპ­ზე ქვეყნის ეკო­ნო­მი­კა სახან­ძრო რაზ­მის რეჟიმ­შია ანუ სა­დაც ცეცხლი გაჩ­ნდება იქ უნ­და ჩა­აქ­რო.

- რო­გორ ფიქ­რობთ, პრო­ფე­სი­­ნა­ლიზ­მის ნაკ­ლებობა ხომ არ გვაქვს?

- მე ვფიქ­რობ, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნაკ­ლებობა არა­მარ­ტო ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ში, ზო­გა­დად ყვე­ლა სფე­რო­ში გვაქვს. მე ნაკ­ლებად მე­გუ­ლება სივ­რცე, სა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის დე­ფი­ცი­ტი არ იყოს. ის, რაც ხდება, სწო­რედ იმის გა­მომხატ­ვე­ლია, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლების ნაკ­ლებობა გვაქვს ადა არ გაგ­ვაჩ­ნია სწო­რი ეკო­ნო­მი­კურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მო­დე­ლი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია