დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისს ლამაზი ახალი წელი ექნება?
2009/11/26 12:18:59

ქუთაისმა ზამთრის სეზონისთვის მზადება დაიწყო. Qქალაქში ბოლო დროს ჩატარებული ტენდერებიდან გამონთავისუფლებელი თანხის საფუძველზე ბიუჯეტში ცვლილებები მოხდა, რის შემდეგაც ზამთრის სეზონისთვის გამოყოფილი ხარჯები გაიზარდა. ქალაქის მერიამ ტექნიკური მარილისთვის დამატებით 25 000 ლარი გამოყო. ასევე გაიზარდა საახალწლო ხარჯები კეთილმოწყობისათვის.

ამირან ხვადაგიანი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე:  „წელს ქუთაისს ძალიან ლამაზი ახალი წელი ექნება, ამის განწყობას კი ლამაზად მორთული ქალაქი შექმნის.“

გიორგი შარაბიძე, საფინანსო სამსახურის უფროსი: „ქალაქის საახალწლოდ მორთვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 59 000 ლარი გამოიყო, გათვალისწინებული თანხა, საერთო ჯამში, 80 000 ლარს შეადგენს.“ როგორც გაირკვა, ამ თანხაში საახალწლოდ დაგეგმილი კულტურულ-სპორტული ღონისძიებების ხარჯები არ შედის. საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით ეს თანხები ამ სფეროების შესაბამის მუხლებშია გაწერილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია