დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შაოსანი დედები ობიექტურ სასამართლოს ითხოვენ
2009/10/07 16:57:25

დღეს ტელეკომპანია „რიონის“ თანამშრომლებმა და ივლისის ბოლოს ტრაგიკულად დაღუპული ტელეკომპანიის 4 ჟურნალისტის მშობლებმა მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სასამართლო პროცესების ობიექტურად მსვლელობას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ ბრალდებული ტყეშელაშვილი ცდილობს  ავტოავარიაში დაღუპულების მიტოვების მუხლი მოიხსნას.

ტრაგიკული შემთხვევის ერთადერთი მოწმე, ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტი როენა კახიძე  გაკვირვებული იმითაცაა, რომ მას საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე  დარბაზი ხმადაბალი ერთი ჩალაპარაკებისათვის დაატოვებინა.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა  9 ოქტომბერს გაგრძელდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ობიექტურად არ წარიმართა პროცესი, ისინი პროტესტს სხვა ინსტანციებში გააგრძელებენ.

გარდაცვლილის მშობლები კი ტყეშელაშვილის მცდელობას – მათთან გარიგება შედგეს – კატეგორიულად გამორიცხავენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია