დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი შეემატა
2011/04/04 13:11:37

4 აპრილს  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით ქუთაისში, ქალაქის ცენტრში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩამოსულ დამსვენებლებს მიაწვდის ინფორმაციას როგორც გადაადგილების, განთავსების და კვების ობიექტების შესახებ, ისევე სხვადასხვა სახის სერვისებსა და საექსკურსიო მომსახურებას შესთავაზებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ქუთაისს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს - ახლოს არის როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტებთან. ქუთაისში არის „იუნესკოს“ 2 ძეგლი, იქვეა „პრომეთესა“ და „სათაფლიის“ მღვიმეები, ვანის არქეოლოგიური გათხრები. ქუთაისი ხდება ღამისთევის ქალაქი, რაც საშუალებას იძლევა ჩაერთოს ერთდღიან ტურისტულ მარშრუტში - ზღვაზე დასვენების მსურველებისთვის ქუთაისი შეიძლება გახდეს დამატებითი შეთავაზება.

ქუთაისის ვიზიტორების გაზრდას საგრძნობლად შეუწყობს ხელს კოპიტნარის აეროპორტის  რეაბილიტაცია, რაც მას საერთაშორისო რეისების მიღების საშუალებას მისცემს. 2010 წელს ქუთაისში 64 000 ვიზიტორი იყო, მათი რაოდენობა 30% გაიზარდა.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ გახსნეს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მუშაობას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ერთიანი ქსელის შექმნაზე, უკვე გაიხსნა სიღნაღის, ყვარლის, მესტიის საინფორმაციო ცენტრები. უახლოეს მომავალში ტურისტული ცენტრები გაიხსნება მცხეთაში, გორში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბათუმში, ზუგდიდსა და ანაკლიაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია