დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საია“ - საშვების წინააღმდეგ
2009/09/30 13:23:48

ქუ­თა­ი­სის თვით­მმარ­თვე­ლობაში მო­ქა­ლა­ქე­თა შეს­ვლა­ზე და­წე­სებულ საშ­ვთა სის­ტე­მას ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ა­ლი აპ­რო­ტეს­ტებს. მა­თი სარ­ჩე­ლი პრე­ცენ­დენ­ტუ­ლია. „სა­ია“  მო­ქა­ლა­ქე ცი­ცი­ნო ფუტ­კა­რა­ძის ინ­ტერ­ესებს იცავს, ის კი ქა­ლა­ქის მე­რის იმ გან­კარ­გუ­ლების გა­უქ­მებას ითხოვს, რომ­ლი­თაც  ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში საშ­ვთა სის­ტე­მა და­ი­ნერ­გა.  

ამ საქ­მემ რამ­დე­ნი­მე ინ­სტან­ცია უკ­ვე მო­ი­ა­რა და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი 1 ოქ­ტომბრის­თვი­საა და­ნიშ­ნუ­ლი. 

„სა­ი­ა­ში“ თვლი­ან, რომ ქა­ლა­ქის მე­რის შე­საბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლება ორი მი­ზე­ზით უნ­და გა­უქ­მდეს: პირ­ველ რიგ­ში არას­რულყოფი­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტია სა­მარ­თლებრი­ვი თვალ­საზ­რი­სით, მე­ო­რე მხრივ ის ზედ­მეტ ბარი­ერს უქ­მნის მო­ქა­ლაქეებს და­წე­სებულებაში შე­სას­ვლე­ლად.  

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნობაში კი, მე­რი­ის გარ­და, ქუ­თა­ი­სის საკ­რებულო, იმე­რე­თის სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცია და ქუ­თა­ი­სის მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ბიუ­როა.

საშ­ვთა სის­ტე­მის თვით­მმა­რთ­ვე­ლობებში შე­მო­ღების შემ­დეგ ხელი­სუფ­ლებამ „დი­ა­ლო­გი ხალხთან“ ქუ­ჩა­ში გა­და­ი­ტა­ნა და ისიც - ფრაგ­მენ­ტუ­ლად, მო­ქალა­ქე­თა პრობლე­მებით ზედ­მე­ტად რომ და­ი­ტვირ­თონ საჯარო მოხელეები.

ცი­ცი­ნო ფუტ­კა­რა­ძის ად­ვო­კა­ტი  გი­ორ­გი ჭი­ქაბერი­ძე ამბობს, რომ 2001 წელს ქა­ლა­ქის მე­რმა რ. მხეი­ძემ გა­მო­ს­ცა ?708 გან­კარ­გუ­ლება „მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნობაში სა­საშ­ვი­სე სის­ტე­მის და­ნერ­გვის შე­სახებ“. ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­კარ­გუ­ლება გა­მო­ცე­მუ­ლია არა­უფ­ლებამო­სი­ლი პი­რის - ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის მე­რის მი­ერ, რად­გან მე­რი­ის შე­ნობაში სა­საშ­ვი­სე სის­ტე­მა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტის სახით უნ­და მი­ღებულიყო და მი­სი გა­მო­ცე­მა მო­ცე­მულ შემთხვე­ვა­ში მხოლოდ საკ­რებულოს კომ­პე­ტენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის მე-60 მუხლის 1-ლი პუნ­ქტის „ბ“ ქვე­პუნ­ქტის თა­ნახმად: ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მარ­თლებრი­ვი აქ­ტი გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე ით­ვლება არა­რად, თუ გა­მო­ცე­მუ­ლია არა­უფ­ლებამო­სი­ლი ორ­გა­ნოს ან არა­უფ­ლებამო­სი­ლი პი­რის მი­ერ. ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტის გა­მო­ცე­მის უფ­ლება კი, სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის „ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის შე­სახებ“, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის „ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტების“ შე­სახებ კა­ნო­ნის თა­ნახმად, მხოლოდ საკ­რებულოს ჰქონ­და (აქვს) და არა ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის მერს.

ცი­ცი­ნო ფუტ­კა­რა­ძე თვლის, რომ მი­სი კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტერე­სები  ირღ­ვე­ვა,  რად­გა­ნაც მას სურს, ისარ­გებლოს შემ­დე­გი უფ­ლებებით: საჯარო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღება, საჯარო სხდო­მებზე დას­წრება, გა­დაწყვე­ტი­ლების პრო­ექ­ტების წი­ნას­წარ განხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლეობის მი­ღება, ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ორ­გა­ნოს თა­ნამ­დებობის პი­რებისად­მი მი­მარ­თვა და სხვა. ზე­მოხსე­ნებული პი­რობების არ­სებობისას ამ უფ­ლებების განხორ­ცი­ე­ლება მის­თვის შეზ­ღუ­დუ­ლია.

ად­ვო­კა­ტი კი­დევ ერთ სა­მარ­თლებრივ უზუს­ტობაზე მი­უ­თი­თებს:

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ „ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტების შე­სახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 54-ე მუხლის შე­საბამი­სად, ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტების გა­მომ­ცე­მი ორ­გა­ნო ვალ­დებულია, იგი სა­რე­გის­ტრა­ცი­ოდ გა­დას­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, სა­დაც მას მი­ე­ნი­ჭება შე­საბამი­სი კო­დი. გან­სახილ­ველ შემთხვე­ვა­ში 2001 წლის 10 დე­კემბრის გან­კარ­გუ­ლება არ არის რე­გის­ტრი­რებული სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში და არ გა­აჩ­ნია ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტის რეკ­ვი­ზი­ტები,“ - აზუს­ტებს ად­ვო­კა­ტი.

ქა­ლა­ქის მე­რის გან­კარ­გუ­ლების გა­სა­უქ­მებლად „სა­ი­ას“ ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­გუ­მენ­ტები წა­რად­გი­ნა ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, თუმ­ცა  სა­სა­მარ­თლომ ის არა­საკ­მა­რი­სად მი­იჩ­ნია და, 2009 წლის 14 იან­ვრის გა­დაწყვე­ტი­ლებით, მო­ქა­ლა­ქე ცი­ცი­ნო ფუტ­კა­რა­ძის სარ­ჩე­ლი არ და­აკ­მაყოფი­ლა,  კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არქო­ნის მო­მი­ზე­ზებით.

ამის შემ­დეგ აპე­ლა­ცი­ის გან­ჩი­ნება უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რდა, სარ­ჩე­ლი და­საშ­ვებად იქ­ნა ცნობილი და ის არ­სებითად გან­სახილ­ვე­ლა­დ ქუ­თა­ი­სის საა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში დაბრუნ­და.

ახლა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ უნ­და გა­დაწყვი­ტოს, შე­ამ­ცი­როს თუ არა ხელი­სუ­ფალ­თა დის­ტან­ცია ხალხთან.

ახალგა­ზრ­და იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ა­ლის თავმჯდო­მა­რე ნი­ნო თვალ­თვა­ძეც საშ­ვების წი­ნააღ­მდე­გია: „ად­გი­ლობრი­ვი თვითმ­მარ­თვე­ლობა ხალხთან ყვე­ლა­ზე ახლოს მდგო­მი უნ­და იყოს და, შე­საბამი­სად, მო­ქა­ლა­ქეებს იქ შე­სავ­ლე­ლად ზემ­დე­ტი ბარი­ე­რი არ უნ­და ექ­მნებოდეთ. არც საკ­რებულოს სხდო­მა­ზე დას­წრებაზე უნ­და იქ­მნებოდეს პრობლე­მა, საკ­რებულოს სხდო­მები ხომ საჯაროა.“

დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­დუ­რის მიხედ­ვით, საკ­რებულოს სხდო­მა­ზე რომ და­ეს­წროს მო­ქა­ლა­ქე, საკ­რებულოს აპა­რა­ტი­საგნ საშ­ვი უნ­და მი­ი­ღოს. ამის შემ­დეგ კი ის შე­საძ­ლო­ა, სხდო­მა­ზეც ვერ მოხვდეს. მიმ­დი­ნა­რე რე­მონ­ტის გა­მო სხდო­მები საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რის კაბინეტ­ში იმარ­თება და იქ მო­ქა­ლა­ქეების­თვის­ ად­გი­ლები ნამ­დვი­ლად აღარ რჩება, აღ­მას­რუ­ლებელი ხელი­სუფ­ლება თუ და­ე­ტია სრუ­ლად.

საკ­რებულოს აპა­რა­ტის სამ­დივ­ნოს უფ­რო­სი ცა­გუ­რი პა­ტა­რი­ძე ვერ იხსე­ნებს შემთხვე­ვას, მო­ქალა­ქეებს სხდო­მა­ზე დას­წრების მოთხოვ­ნით ოფი­ცი­ა­ლუ­რად რომ მი­ე­მარ­თათ: „მა­თი დას­წრება, ძი­რი­თა­დად, მა­შინ ხდება, რო­ცა მო­ქა­ლა­ქე­თა კერ­ძო სა­ჩივ­რებს იხილავს საკ­რებულო, ან ისე­თი სა­კითხები გა­დის, რომ­ლებიც დი­დ ინ­ტერ­ესს იწ­ვევს, მა­გა­ლი­თად - ტრან­სპორ­ტის სა­კითხი.“

ცი­ცი­ნო ფუტ­კა­რა­ძის გარ­და, 1 ოქ­ტომბერს საშ­ვების რიგ­ში ჩამ­დგა­რი სხვა მო­ქა­ლა­ქეებიც და­ე­ლო­დებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია