დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტმა ასაფრენი ზოლი გახსნა...
2012/08/28 19:41:28

წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი  ტრადიციულად დატვირთულია ახალ–ახალი ობიექტების გახსნით, ხალხთან შეხვედრებითა და სამომავლო დაპირებების გაცემით.

უკვე კარგა ხნის დაანონსებულია, რომ 27 სექტემბერს დაგეგმილია ქუთაისის აეროპორტის გახსნა, თუმცა  28 აგვისტოს ქუთაისში სტუმრად მყოფ პრეზიდენტს  მასპინძლები ისე ხომ არ გამოუშვებდნენ, რომ რამე არ გაეხსნა და წითელი ლენტი არ გაეჭრათ?

ხუმრობა იქით იყოს და ამჯერად მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ზოლი გახსნა. რაც მთავარია, ასაფრენი ზოლი მზადაა და აეროპორტიც დაგეგმილ დროს გაიხსნება.

პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი გახდა, აუცილებელია, რომ აქ მაღალი დონის აეროპორტი არსებობდეს. ქუთაისის აეროპორტი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში იმითაც, რომ აქედან იაფი ფრენები განხორციელდება მოსკოვის, კიევის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, თელავივის და სხვა მიმართულებით. ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები 27 სექტემბერს იწყება და ერთი გზა კიევის მიმართულებით 22 ევრო ეღირება. 

ქუთაისის აეროპორტი კონკურენციას გაუწევს თბილისის აეროპორტსაც. „კონკურენცია არის მნიშვნელოვანი. თბილისში ფასებმა უნდა დაიწიოს, რათა ყველა ფენის ადამიანს შეეძლოს ფრენა და არა მარტო მოსახლეობის 3-4%-ს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზგასმა გააკეთა დასაქმებაზე და განაცხადა: "ჩვენ გვჭირდება ქართული ავიაკომპანიების შექმნა, უცხოური იაფფასიანი ავიაკომპანიების შემოყვანა. მთავარი მიზანია, ხალხის დასაქმება",  

აეროპორტის  რეაბილიტირებულ ასაფრენ ზოლზე დღესვე პირველი მსოფლიო კლასის სატვირთო ავიაბოინგი დაჯდა, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ნახევრადხუმრობით  აღნიშნა, რომ ეს არის ნამდვილი ფაქტი და არა ფოტოშოპი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია