საცურაო კომპლექსის მშენებლობა 3 აუზით, სასრიალო რომბებითა და სხვა გასართობი ატრაქციონით რამდენიმე კვირაში დასრულდება. მშენებლობას წლის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი. ახალი აკვაპარკი ქუთაისელთათვის ცნობილ ბალახვნის საცურაო აუზის ტერიტორიაზე „ევროპარკმა“ ააშენა, რომელმაც თბილისისა და ბათუმის შემდეგ ქუთაისში გადაწყვიტა, აეგო თანამედროვე, ევროპული სტანდარტის აკვაპარკი. კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია, ამჟამად მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.