დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მაგთი,“ „ჯეოსელი“ და „ბილაინი“ ტარიფის გაზრდას აპირებს
2013/07/25 12:35:21

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები: „მაგთი,“ „ჯეოსელი“ და „ბილაინი“ ტარიფის გაზრდას აპირებს. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, თუკი, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მათ სანქციებს დააკისრებს, ამ შემთხვევაში ურთიერთჩართვის ტარიფის გადახედვა მოხდება, რაც ავტომატურად ტარიფების გაზრდას გამოიწვევს.

აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ 17 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც სამივე კომპანიას 6 თვის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვა.
მარეგულირებელი კომისიის ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კი „კავკასიის ციფრული ქსელების“ მიერ კომისიაში შეტანილი საჩივარი გადხა.
კომპანია „კავკასიის ციფრული ქსელების“ განმარტებით, მობილური ოპერატორები დისკრიმინაციული აკრძალვის ვალდებულებას არღვევენ და საცალო შესყიდვებზე მაღალ ტარიფს აწესებენ.
კომუნიკაციების მარეგულირების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხატია ყურაშვილის განცხადებით კი, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მობილურ ოპერატორებს ინდივიდუალური ფულადი ჯარიმები დაეკისრებათ. 
მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც კომისიას სრული ინფორმაცია ექნება იმის თაობაზე, თუ რამდენად ადეკვატურია დღეს არსებული საცალო და საბითუმო ტარიფები, კომისია იმსჯელებს, შეცვლის თუ არა ტარიფს და განახორცილებს თუ არა ამ კომპანიების საქნცირებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბრის თვეში მიიღებს. 

წყარო BPI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია