დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაში იხარჯება ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდი?
2013/04/04 13:54:57

კოალიციამ „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ დღეს ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგი გამართა და ქუთაისის მერია საშტატო ერთეულების უპრეცედენტო ზრდაში, სარეზერვო ფონდის მიზანმიმართულ ფლანგვასა და ერთჯერადი მატერიალური დახმარებების არათანაბარ განკარგვაში დაადანაშაულა.

„დღევანდელი ბრიფინგის მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარებების გაცემის მოხშირებულ პრაქტიკასა და ბიუჯეტით გათვალისწინებული მატერიალური დახმარების ფონდიდან თანხების უპრეცედენტო რაოდენობით გაცემის ფაქტების შესახებ. ბიუჯეტის მიხედვით, 2013 წლისათვის სარეზერვო ფონდში გათვალისწინებულია 400 000 ლარი, რომელიც ექვემდებარება კანონით დადგენილი წესით მიზნობრივ ხარჯვას. ჩვენს სინამდვილეში კი, ხსენებული თანხიდან პირველ სამ თვეში დახარჯულია 105 000 ლარი მატერიალური დახმარებების სახით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხების გაცემა იგეგმება 19 აპრილამდე იმ პირებზე, რომლებიც აპირებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებულ აქციაზე წასვლას, გარდა ამისა, ხდება ადმინისტრაციული რესურსის აქციაზე იძულებით წაყვანა“, – განაცხადა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“თავმჯდომარემ მანანა მანაგაძემ.

მანაგაძის განცხადებას გამოეხმაურა ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე და კოალიციას ნამდვილი სახელის „ქართული ოცნების“ სახელის დარქმევისაკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება აღნიშნული კოალიციის ინფორმაციას, არ ვიცი, საიდან მოაქვთ ეს ამბები. სამწუხაროდ, მატერიალური დახმარების ფონდში იმდენი თანხა არ არის, რამდენიც აქციაზე წასვლის მსურველი. სარეზერვო ფონდი განსაზღვრულია კონკრეტულ ადამიანებზე, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, ამიტომ ეს თანხები საჭიროებისამებრ იხარჯება,“ – განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია