დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინფორმაციამ უნდა იხსნას გარემო
2009/09/21 12:58:31

გა­სულ კვი­რას გა­რე­მოს დაც­ვის სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების წარ­მო­მად­გენ­ლები ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე დო­ნო­რებს შეხვდნენ. შეხვედ­რას ეს­წრებოდა ევ­რო­კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიხაილ ნეკ­ვა­სი­ნი. ევ­რო­კო­მი­სია ერთ-ერ­თია იმ დო­ნორ­თა შო­რის, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­რე­მოს დაც­ვით პრო­ექ­ტებს აფი­ნან­სებს და მხარს უჭერს.

შეხვედ­რა­ზე ქუ­თა­ის­ში 12 ქარხნის მშე­ნებლობის გა­რე­მოს ზე­მოქ­მე­დებაზე ისაუბრეს, თუმ­ცა აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრე­ზი­დენ­ტის კი­დევ ერ­თი ახალი ინი­ცი­ა­ტი­ვა - ფოთ­ში ახალი აე­რო­პორ­ტის მშე­ნებლობა.

მიხალ ნეკ­ვა­სილ: „მო­სახლეობა სუს­ტად არის ჩარ­თუ­ლი გა­რე­მოს დაც­ვის სა­კითხებში გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ღების პრო­ცეს­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობა არ ცდი­ლობს, ამა­ში მო­სახლეობის ჩარ­თვას. ჩვენ სამ­წლი­ან გეგ­მებს ვხაზავთ, ვა­კე­თებთ პრო­ექტს და დაწ­ვრი­ლებით ვუგ­ზავ­ნით, რო­გორც მთავ­რობას, ასე­ვე არა­სამ­თავ­რობო სექ­ტორს. ვცდი­ლობთ, ზე­წო­ლა მო­ვახდი­ნოთ ხელი­სუფ­ლებაზე, რად­გან გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ღების პრო­ცეს­ში მო­სახლეობა მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­დეს. ამ ეტაპ­ზე ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქვს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რების პრო­ექ­ტების და­ფი­ნან­სება. ეს უკა­ნას­კნე­ლი პრო­ექ­ტი დას­რუ­ლებულია და ახლა გა­რე­მოს დაც­ვის პრო­ექ­ტზე ვმუ­შაობთ. ევ­რო­კავ­შირს არ გა­აჩ­ნია ისე­თი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ხელი­სუფ­ლება ახორ­ცი­ე­ლებს, თუმ­ცა თა­ნა­და­ფი­ნან­სებული რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი გვაქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის არა­სამ­თავ­რობო სექ­ტო­რის კარ­გი პო­ტენ­ცი­ა­ლი ამ სფე­რო­ში და კარ­გია, თუ ამ კუთხით იმუ­შა­ვებთ.“

შეხვედ­რა­ზე 2008 წლის შემ­დეგ გა­რე­მო­სად­მი მიყენებული ზა­რა­ლიც შე­ა­ფა­სეს და გა­რე­მოს დაც­ვის კუთხით გა­მოყოფი­ლი დახმა­რების რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტიც გა­ნიხილეს. აქ­ვე გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებზე და მათ ეფექ­ტურ რე­ა­გი­რებაზე.

„მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­ნა­ნა ქო­ჩლაძე შემ­დე­გი შე­ფა­სება გა­ა­კე­თა: „ეს შეხვედ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რე­გი­ო­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ციებმა წარ­მა­ტებებს რომ მი­აღ­წი­ონ, სა­ჭი­როა, პირ­და­პი­რი ურ­თი­ერ­თობები ჰქონ­დეთ დო­ნო­რებთან და თა­ვი­სი სა­კითხების დრო­უ­ლად მი­წო­დება შე­ეძ­ლოთ. მე­ო­რეს მხრივ, რე­გი­ო­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თქმე­დების გაძ­ლი­ე­რება ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, იმი­ტომ, რომ ჩვენ, ყვე­ლას ერ­თად, თუ არ გვე­ცო­დი­ნება, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა ხდება გა­რე­მოს დაც­ვის კუთხით, მა­შინ ფოთ­შიც აშენ­დება აე­რო­პორ­ტი და სე­ნაკ­ში კი­დე უფ­რო დიდს აა­შე­ნებენ. ზედ­მე­ტი ხარჯები და, პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­რე­მოს დაც­ვის პრობლე­მები რომ ავი­ცი­ლოთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ პირ­ველ რიგ­ში ინ­ფორ­მა­ცია გავ­ცვა­ლოთ და ერ­თობლი­ვად ვი­მუ­შა­ოთ დამ­ფი­ნან­სებლებთან; იმე­დი მაქვს, საბოლოო ჯამ­ში, მთავ­რობას­თა­ნაც, რა­თა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი გა­დაწყვე­ტი­ლებები ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან. დღეს ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის­თვის გა­რე­მოს დაც­ვა არ არის პრი­ო­რი­ტე­ტი იმი­ტომ, რომ ვერ ხედა­ვენ ურ­თი­ერ­თკავ­შირს გა­რე­მოს დაც­ვა­სა და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ პრობლე­მებს შო­რის. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მოს დაც­ვის სა­კითხების გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ღების პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დოების და არა­სამ­თავ­რობო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლობა. ყვე­ლა პრობლე­მა თა­ვი­დან­ვე უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნებული და შე­საბამი­სი შე­მარბილებელი ღო­ნის­ძიებები - პრო­ექ­ტში­ვე იყოს ჩა­დებული.“

რო­გორც გა­რე­მოს დაც­ვის სა­კითხების ექ­სპერ­ტები ამბობენ, გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დების შე­ფა­სება გვეუბნება, თუ რამ­დე­ნად არის ღი­რებული ესა თუ ის პრო­ექ­ტი ქვეყნის გა­რე­მოს­თვის. ეს არის ერ­თა­დერ­თი ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გა­მოიყენება მსოფ­ლი­ო­ში და აუ­ცი­ლებლად უნ­და გა­მოიყენონ სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა არა­სამ­თავ­რობო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ათი ყვე­ლა­ზე მავ­ნე პრო­ექ­ტის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გა­კე­თება შეს­თა­ვა­ზა, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა გა­რე­მოს ზი­ა­ნი მიაყენოს. ასე­ვე კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და, რა­თა მო­სახლეობის ცნობიე­რების ამაღ­ლება მოხდეს გა­რე­მოს დაც­ვის სფე­რო­ში. შეხვედ­რა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხი იყო გა­რე­მოს დაც­ვის სფე­რო­ში არ­სებული სა­კა­ნონ­მდებლო ბაზის ეფექ­ტი­ა­ნობის გაზ­რდა, გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დების ზი­ა­ნის კა­ნო­ნის ჩა­მოყალიბების აუ­ცი­ლებლობა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია