დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ბაღჩეულის საერთო ფართობი შემცირდა
2013/07/09 17:17:17

ბაღჩეულის აღებული ფართობი 2012 წელს 21.9%-ით შემცირდა როგორც საქსტატის სოფლის მეურნეობის 2012 წლის ანგარიშშია აღნიშნული, ბაღჩეულის აღებულმა ფართობმა 2012 წელს 2,500 ჰა შეადგინა.

ეს მაჩვენებელი, 2011 წელთან შედარებით, 21.9%-ით არის შემცირებული. აღებული ფართობის ყველაზე დიდი წილი კახეთის რეგიონზე მოდიოდა - 1,600 ჰა (კლება 2011 წელთან შედარებით - 30.4%).

იმერეთში აღებულმა ფართობმა 2012 წელს 600 ჰა შეადგინა (კლება - 33.3%), ხოლო ქვემო ქართლში - 100 ჰა (წელს კი ანგარიშის მიხედვით, აქ ბაღჩეულით დათესილი ფართობი არ იყო). დანარჩენ რეგიონებში წელს 200 ჰა ფართობზე იქნა ბაღჩეული დათესილი და იგივე ფართობი იქნა აღებული, ხოლო 2011 წელს კი დანარჩენ რეგიონებში ამგვარი ტიპის ნათესები არ ყოფილა.

უშუალოდ ბაღჩეულით ნათესი ფართობი, ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს, 2011 წელთან შედარებით, არ შეცვლილა და 3,300 ჰა-ს შეადგენდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია