დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საფრთხე გადასასვლელზე
2011/11/07 13:32:18

ქალაქის მთავარ გამზირზე საბურავების შემზარავი ღრჭიალი გაისმა. უცხოური მარკის მანქანა ხელბარგიანი მოხუცი ქალბატონის წინ, ზედ შუა გზაზე დამუხრუჭდა.

 

 

- თვალებში ვერ იხედები, შვილო?! - გაისმა მოხუცის შიშნარევი ხმა.

-კიდევ მე მედავები, დალოცვილო? ცოტა სწრაფად უნდა გადახვიდე, ხომ ხედავ, როგორი მოძრაობაა! - ჩაიბუზღუნა მანქანიდან გადმოსულმა მძღოლმა, რომ დარწმუნდა, მოხუცს არაფერი დაუშავდა, ისევ მანქანაში ჩაჯდა და გზა განაგრძო.

მსგავსი შემთხვევები თითქმის ყველა ქუჩაზე და თითქმის ყოველ საათში ხდება.

მაინც, რატომაა ქუთაისში მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების ასეთი სიმცირე? მით უფრო  ახლა, როდესაც უკვე საპარლამენტო ქალაქი ხდება და ეს უფრო  მეტად გაზრდის მოძრაობის სიხშირეს. 

მორიგი საგზაო შემთხვევის შემდეგ გადავწყვიტე, გამეგო, რას გეგმავდა ქუთაისის მერია გადასასვლელებთან დაკავშირებით.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქალაქში არც შუქნიშნების სიმრავლე შეინიშნება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ახლო მომავალში ქალაქი მაქსიმალურად იქნება ათვისებული. ქალაქს დაემატა ახალი ტერიტორიები აღმაშენებლის გამზირზე და იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მაგრამ ბიუჯეტი ვერ სწვდება და ვერ მოხერხდა შუქნიშნების და მიწისქვეშა გადასასვლელების აშენება-დამონტაჟება, თუმცა იხაზება ტერიტორიები და დაემატება ახალი საგზაო ნიშნები.

მიწისზედა ან მიწისქვეშა გადასასვლელების დამატებასთან დაკავშირებით კეთილმოწყობის სამსახურში კონკრეტულად მაინც არაფერი თქმულა. უკვე არსებული ორიოდე მიწისქვეშა გადასასვლელთან დაკავშირებით კი ასე მოგვახსენეს: „კონკრეტულად რომელიმე მიწისქვეშა გადასასვლელზე არ ვისაუბრებ, ზოგადად გეტყვით, რომ მოვიძიებთ თანხებს და მათაც მივხედავთ.“

მოკლედ რომ შევაფასოთ, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ამ საკითხზე მაინცდამაინც არც არავის უფიქრია მერიაში.

ასე რომ, ქუთათურებო, სანამ ბიუჯეტში თქვენი უსაფრთხოებისთვის საჭირო თანხებს მოიძიებენ, ყურადღებით გადაკვეთეთ ქუჩა, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ.

ნინო ჩიტიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია