2009 წლის 10 სექტემბერს, დაბა ჩაქვში, სასტუმრო კომპლექს „ოაზისში“ გაიმართება ერთდღიანი სემინარი მედიის წარმომადგენლებისთვის. სემინარის ორგანიზატორია „სოციალური მომსახურების სააგენტო“. სემინარზე განხილული იქნება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამების და სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირების თაობაზე.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ანდრია ურუშაძე, სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.
სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტებზე დავით ლომიძე – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ისაუბრებს.