ახალ სასწავლო წელს, თვითმმართველობის დაფინანსებით, ქუთაისის 35-ვე ბაღი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებით შეხვდა, სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ოთხ ბაღში არ დასრულებულა.
„წელს ყველა ბაღში მოგვარებული იქნება გათბობის პრობლემა. გარდა №6 ბაღისა, ეს ბაღი გუმათში მდებარეობს და იქ ბუნებირივი აირი საერთოდ არ არის შეყვანილი.“– განაცხადა ქუთიასის თვითმმართველობის განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა მაყვალა ქობულაძემ.