დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტარებს პარლამენტი დააფინანსებს...
2012/11/01 14:33:47

პარლამენტის პირველი სხდომის გამართვისთანავე საუბრები იმის შესახებ, რომ პარლამენტარების „შენახვა“ სახელმწიფოს ძვირი უჯდება, არ წყდება. ფაქტია, უმრავლესობის და უმცირესობის წევრებსაც კი თვალი ისევ თბილისისკენ უჭირავთ და ამას ხშირად იმით ასაბუთებენ, რომ ქუთაისში მათთვის საკმარისი სამუშაო და საცხოვრებელი პირობები არ არის შექმნილი(?).

 

პარლამენტის დეპუტატებისა და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებისათვის ქუთაისში ცხოვრების ხარჯებს დროებით, პარლამენტი გაიღებს. პარლამენტის აპარატის უფროსის ზურაბ მარაქველიძის თქმით, ქუთაისში ჩამოსულ დეპუტატებსა და პარლამენტის თანამშრომლებს საცხოვრებლების მოძიება თავად მოუხდათ, რადგან ეს საკითხი ორგანიზებული არ იყო. ზურაბ მარაქველიძე იმ პროცედურებზე საუბრობს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ პარლამენტმა დეპუტატის საცხოვრებლის ხარჯი აანაზღაუროს. პირველ რიგში ბინით დაკმაყოფილების  შესახებ პარლამენტარი საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

როგორც ზურაბ მარაქველიძე: „პარლამენტარებმა ქუთაისში თვითონ მოძებნეს ბინები, რადგან დეპუტატების 99%–ს ქუთაისში საცხოვრებელი არ აქვს. თბილისში დეპუტატების დაახლოებით 20–30%–ს სჭირდებოდა ბინის ქირაობა. პარლამენტი ბინის ქირის ანაზღაურების მიზნით ერთ დეპუტატზე 667 ლარს გასცემს, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით დაახლოებით 533 ლარს შეადგენს. თუმცა ქუთაისში ბინები საგრძნობლად გაძვირებულია. ზოგი დეპუტატი ბინაში 300 ლარს იხდის, ზოგიც – 300 დოლარს. ამ ეტაპზე პარლამენტში დეპუტატების ნაწილის განცხადებები შემოსულია. განცხადებების მიღება მიმდინარე კვირაში სრულდება.“

ამ ეტაპზე პარლამენტის აპარატში დაახლოებით 750 ადამიანია დასაქმებული. აპარატში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი - წამყვანი სპეციალისტის ანაზღაურება, საშემოსავლოს დაქვითვის გარეშე, 880 ლარია. ქუთაისში მოვლინებული პარლამენტარებისათვის საცხოვრებლების მშენებლობა თავდაპირველად წყალტუბოში იგეგმებოდა, სადაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილიც შეარჩიეს. თუმცა არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში დეპუტატებისათვის სახლები აღარ აშენდება.

 

ხატია გორგოძე 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია