მიმდინარე წელს 92 000 ტონაზე მეტ ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ციტრუსის სეზონისთვის მზადებაზე პარლამენტში, პოლიტიკური დებატების ფორმატში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარეობს შემფუთავ-დამხარისხებელი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტარის საწარმოების მოწყობის სამუშაოები. ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებში 5 ერთეული ტარის ამწყობი საწარმო განთავსდება.
"2013 წლის 1 ნოემბრიდან ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ციტრუსის მიღება-გადამუშავებისათვის სრულ მზადყოფნაში იქნება 12 საწარმო. დაგეგმილია კიდევ 12 პავილიონის მოწყობა, სადაც ასევე მოხდება ციტრუსის მიღება, დახარისხება და დაფასოება. გარდა ამისა, არაკონდიცირებულ ნაყოფს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა ჩაიბარებს", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.