დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მძღოლების პროტესტი
2009/07/29 12:40:21

დღეს დილით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ და საპროტესტო მსვლელობით და პრეზიდენტის  სურათებით თბილისისკენ დაიძრნენ.

„მიშა, გვიშველე!“ – ამ წარწერით ისინი ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ.

მძღოლები ქუთაისში გადამზიდავების ტენდერის 2 წლით გადადებას ითხოვენ. მათი თქმით, ქუთაისის მერია შიდასაქალაქო მიკროავტობუსების შეცვლას  თურქეთიდან ჩამოყვანილი ავტობუსებით ცდილობს მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ ქუთაისის მერიამ მათ  ქალაქის იერსახის შეცვლასთან დაკავშირებით „მერსედესის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსების შეძენა სთხოვა.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი სატრანსპორტო სქემა აუცილებლად შევა ძალაში და პრიორიტეტი ავტობუსებს მიენიჭება.

ქუთაისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი ვიტალი ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ აქციას მოქალაქეებისათვის გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. „მე თვითონ მოვიარე ყველა უბანი, მარშრუტები და ავტობუსები ნახევრად ცარიელიც დადის,  ვიღაც უკმაყოფილო მძღოლები თბილისში წავიდნენ, მათ ჰგონიათ, რომ ეს ხაზები ბაბუამისებმა დაუტოვეს და ყოველდღე 200 ლარი უნდა იშოვონ, ისინი ვა-ბანკზე წავიდნენ“, – აცხადებს ვიტალი ბოჭორიშვილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია