დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო სკოლის მოსწავლეებს სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ
2013/04/15 12:48:12

მარგველაშვილი გამომცემელთაგაკულაკებასშაშკინისმუხლითახდენს?

 

 

2013-2014 სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტაბით,  650000 ათა­სი მოს­წავ­ლე სას­კო­ლო სახელ­მძღვა­ნე­ლოებს უფა­სოდ მი­ი­ღებს. ამის შე­სახებ განცხადება სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა თბილი­სის 145-ე საჯარო სკო­ლის მოს­წავ­ლეებთან შეხვედ­რი­სას გა­ა­კე­თა. მი­ნის­ტრის ამ განცხადებას კი სა­ზო­გა­დოებაში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დებულება და მძაფ­რი კრი­ტი­კა მოჰყვა. 

„სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობის მი­ერ საჯარო სკო­ლის მოს­წავ­ლეებისათ­ვის სას­კო­ლო სახელ­მძღვა­ნე­ლოების უფა­სოდ გა­და­ცე­მის პრე­ცე­დენ­ტი აქამ­დე არ ყოფი­ლა.                წელს პირ­ვე­ლად, ყვე­ლა საჯარო სკო­ლის მოს­წავ­ლი­სათ­ვის სახელ­მძღვა­ნე­ლოებს

სახელ­მწი­ფო შე­ი­ძენს.

თი­თო­ე­უ­ლი ოჯახი ყოველ­წლი­უ­რად, ერ­თი მოს­წავ­ლის სახელ­მძღვა­ნე­ლოების სრულ პა­კეტ­ში 100-160 ლარს იხდი­და, ორი მოს­წავ­ლის შემთხვე­ვა­ში კი - 200-320 ლარს,“ - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მი­ერ გავ­რცე­ლებულ განცხადებაში.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტებით, მო­მა­ვალ­ში გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტრო გა­მომ­ცემ­ლობებთან ისევ ითა­ნამ­შრომ­ლებს, თუმ­ცა, ეს განსხვა­ვებული ფორ­მა­ტით მოხდება - სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა იმ სა­მუ­შა­ოს­თვის, რაც წიგ­ნის გა­მო­ცე­მას სჭირ­დება (და­კაბადო­ნება, დი­ზა­ი­ნი და ა.შ.) იქი­რა­ვებს გა­მომ­ცემ­ლობას და კონ­კრე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის ფულს გა­დაუხდის, თუმ­ცა, მი­ნის­ტრის განცხადებით, გა­მომ­ცე­მელს სა­ავ­ტო­რო უფ­ლება წიგ­ნზე აღარ ექ­ნება.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამბობს, რომ ამა­ვე ფორ­მით ითა­ნამ­შრომ­ლებენ ავ­ტო­რებთა­ნაც და მათ მი­ერ გა­წე­ულ სა­მუ­შა­ო­ში კონ­კრე­ტულ თანხას გა­დაიხდი­ან, მაგ­რამ არა - შუ­ა­მავ­ლების გზით. მი­ნის­ტრის თქმით, 9 წლის გან­მავ­ლობაში გა­მომ­ცემ­ლებს საკ­მა­ოდ დი­დი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დათ სახელ­მძღვა­ნე­ლოების გა­სა­ღებისას, მა­შინ, რო­დე­საც მო­სახლეობის ნა­წი­ლი წიგ­ნებს საკ­ვების სა­ნაც­ვლოდ ყიდუ­ლობდა.

„9 წლის გან­მავ­ლობაში ანაზ­ღა­ურ­და ის ღვაწ­ლი, რაც გა­მომ­ცემ­ლებს აქვთ. ეს ბაზა­რი 9 წე­ლი ხომ შე­ერ­გოთ? კი­დევ მე მე­საუბრებით სა­მარ­თლი­ა­ნობაზე?“ - კითხვით­ვე უპა­სუხა მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს. მი­ნის­ტრის თქმით, ყოველ­წლი­უ­რად ამ ბიზ­ნეს­ში 50-დან  80-მდე  მი­ლი­ო­ნი ლა­რი ტრი­ა­ლებდა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქეების, მშობლების ჯიბიდან ამო­დი­ო­და.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აცხადებს, რომ დღეს სახელ­მწი­ფოს წიგ­ნების და­რი­გება 12 მი­ლი­ო­ნი უჯდება. „მა­შინ, რო­დე­საც წი­ნა წლებში მხოლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლების­თვის წიგ­ნების და­სა­რი­გებლად 10 მი­ლი­ო­ნი იხარჯებოდა. ბუნებრი­ვად ჩნდება რა­ღაც კითხვები.“ კითხვა­ზე, ხომ არ ლახავს ეს გა­დაწყვე­ტი­ლება გა­მომ­ცემ­ლების უფ­ლებებს და ხომ არ გა­მო­იწ­ვევს სა­გა­მომ­ცემ­ლო ბიზ­ნე­სის გა­კოტ­რებას, მი­ნის­ტრმა უპა­სუხა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის ფარ­გლებშია, რად­გან სახელ­მწი­ფო გა­მომ­ცემ­ლებს და ავ­ტო­რებს აძ­ლევს კა­ნო­ნით გან­საზ­ღვრულ თანხას. მი­ნის­ტრის თქმით, ისი­ნი გა­მომ­ცემ­ლობებს მი­ლი­ონ ლარს გა­დაუხდი­ან.

„ეს თანხა მათ მი­ე­ცე­მათ და, ვფიქ­რობ, ეს თანხა საკ­მა­რის­ზე ბევ­რია. მო­სახლეობის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­ღა­რიბება უნ­და დამ­თავ­რდეს. მთავ­რობა თა­ვის თავ­ზე იღებს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ვალ­დებულებას!“ - გა­ნაცხადა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

2011 წელს გრი­ფი­რების წეს­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლება აძ­ლევს უფ­ლებას გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტროს, სას­კო­ლო სახელ­მძღვა­ნე­ლოები გა­მომ­ცემ­ლების გვერ­დის ავ­ლით, სტამბაში დაბეჭ­დოს. წე­სი, რო­მე­ლიც ამ გა­დაწყვე­ტი­ლებას უდევს სა­ფუძ­ვლად, სახელ­მწი­ფოს გა­მომ­ცემ­ლების­თვის ტი­რაჟის ღი­რებულების 10%-ის გა­დახდას ავალ­დებულებს, რაც, დაახლოებით, ერთ წიგ­ნზე 18-20 თეთრს უტოლ­დება. გა­მომ­ცემ­ლებმა ეს თანხა (18-20 თეთ­რი)  უნ­და გა­უ­ნა­წი­ლოს ავ­ტო­რებს და უნ­და გა­დაიხადოს სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სახადი. რაც შეეხება მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­დახდას, გა­მომ­ცემ­ლები ამბობენ, რომ მათ, სა­ერ­თო ჯამ­ში, 4 მი­ლი­ო­ნი ლა­რის წიგ­ნები აქვთ დაბეჭ­დი­ლი და მი­ლი­ო­ნი ნიშ­ნავს ყოველ ლარ­ზე 25 თეთ­რის გა­დახდას.

 

წი­ნა მთავ­რობის დროს  წილ­ში უსხდებოდ­ნენ, ახლა  წილ­ში  აღარ უსხდებიან, მაგ­რამ საქ­მეს არ­თმე­ვენ... 

 

გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს გა­დაწყვე­ტი­ლებას - ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თვის სას­კო­ლო სახელ­მძღვა­ნე­ლოს უფა­სოდ და­რი­გებას­თან და­კავ­ში­რებით, „ახალი ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლის“ პრე­ზი­დენ­ტი, ეკო­ნო­მის­ტი პა­ა­ტა შე­შე­ლი­ძე ცალ­სახად უარყოფი­თად აფა­სებს. რო­გორც შე­შე­ლი­ძემ TSpress-ს გა­ნუცხადა, აღ­ნიშ­ნულ გა­დაწყვე­ტი­ლებას კო­რუფ­ცი­ის­კენ მივყავართ და ეს წარ­სულ­ში დაბრუ­ნების კი­დევ ერ­თი მა­გა­ლი­თია. მსგავ­სი პრე­ცენ­დენ­ტი ად­რე იყო და ამას სი­კე­თე არ მო­უ­ტა­ნია.

  „წი­ნა მთავ­რობის დროს  წილ­ში უსხდებოდ­ნენ, ახლა წილ­ში აღარ უსხდებიან, მაგ­რამ საქ­მეს არ­თმე­ვენ, კერ­ძო სა­წარ­მოს საქ­მეს თვი­თონ აკე­თებენ. ამით მი­ვი­ღებთ იმას, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნობა იქ­ნება არა მე­წარ­მეების, არა­მედ - ბიუ­როკ­რა­ტების ხელ­ში. ეს არის ტო­ტა­ლუ­რი კო­რუფ­ცი­ის­კენ უზარ­მა­ზა­რი ნაბიჯებით სვლა და აშ­კა­რა, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი დაბრუ­ნება საბჭო­თა კავ­ში­რის სის­ტე­მის­კენ,“ - აცხადებს ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი.

 

ეს გა­დაწყვე­ტი­ლება სა­გა­მომ­ცემ­ლო ბიზ­ნე­სის დახურ­ვას გა­მო­იწ­ვევს?! 

სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლებელ­თა საზოგადოება მი­ე­სალ­მება სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვას საჯარო სკო­ლებში მოს­წავ­ლე­თა სახელ­მძღვა­ნე­ლოების უფა­სოდ და­რი­გების შე­სახებ, მაგ­რამ, მა­თი განცხადებით, მსგავ­სი გა­დაწყვე­ტი­ლება უნ­და ეფუძ­ნებოდეს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რებული სა­კუთ­რების, კერ­ძოდ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რების ხელ­შეუხებლობის პრინ­ციპს. ისი­ნი ამ გა­დაწყვე­ტი­ლებას თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის შეზ­ღუდ­ვად აღიქვამენ და სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­ის და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რების უფ­ლების დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებენ.

„მსგავ­სი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რების შემთხვე­ვა­ში, უახლო­ეს მო­მა­ვალ­ში, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის მკვეთ­რი შეზ­ღუდ­ვა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვევს ქარ­თულ ენა­ზე შექ­მნი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებლო ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და სწავ­ლების ხარისხის და­ცე­მას,“ -  ნათ­ქვა­მია განცხადებაში. ასე­ვე, გა­მომ­ცემ­ლების თქმით, ეს გა­დაწყვე­ტი­ლება გა­მო­იწ­ვევს სა­გა­მომ­ცემ­ლო ბიზ­ნე­სის დახურ­ვას, ისი­ნი ვე­ღარ შეძ­ლებენ სხვა სახის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მნას, რაც, ავ­ტო­მა­ტუ­რად, წიგ­ნის მა­ღა­ზიების გა­კოტ­რებასაც გა­მო­იწ­ვევს.

გა­მომ­ცემ­ლობა „ინ­ტე­ლექ­ტის“ დი­რექ­ტო­რის კახმეგ კუ­და­ვას თქმით, ასე­თი  კაბალუ­რი პი­რობები და უკა­ნო­ნო ჩა­რე­ვა საბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის რე­გუ­ლა­ციებში გა­მო­იწ­ვევს გა­მომ­ცემ­ლობათა დი­დი ნა­წი­ლის და არა­ერ­თი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის დახურ­ვას.

„სა­გა­მომ­ცემ­ლო ბიზ­ნე­სი, ძი­რი­თა­დად, სწო­რედ სახელ­მძღვა­ნე­ლოების გა­მო­ცე­მით ახერხებს მხატ­ვრუ­ლი თუ შე­მეც­ნებითი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტების მომ­ზა­დებასაც, რი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს სა­ზო­გა­დოებრივ-კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რების გან­ვი­თა­რებაში, რომ არა­ფე­რი ვთქვათ სახელ­მწი­ფო ბიუჯეტ­ში შე­ტა­ნილ სო­ლი­დურ თანხებზე,“ - აცხადებს კუ­და­ვა.

 

ის, რაც უპი­რა­ტე­სობას გვაძლევ­და... პო­პუ­ლის­ტურ პო­ლი­ტი­კას უნ­და გა­და­ვაყოლოთ?! 

„და­სა­ნა­ნია, რომ ის, რაც ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვან უპი­რა­ტე­სობას გვაძ­ლევ­და რე­გი­ონ­ში, კერ­ძოდ კი, გა­ნათ­ლების სფე­რო­ში ინო­ვა­ციების სიმ­რავ­ლე, კერ­ძო გა­მომ­ცემ­ლობებში დაგ­რო­ვი­ლი სიმ­ძლავ­რეები, სახელ­მწი­ფოს მხრი­დან კო­რუფ­ცი­ის ნაკ­ლებობა და მას­წავ­ლებლების­თვის არ­ჩევა­ნის სიმ­რავ­ლეც, პო­პუ­ლის­ტურ პო­ლი­ტი­კას უნ­და გა­და­ვაყოლოთ,“ - აცხადებს გა­ნათ­ლების ექ­სპერ­ტი, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი სი­მონ ჯანა­შია   „ლიბერალ­თან“ საუბრის დროს.

ექ­სპერ­ტის აზ­რით, ის, რომ გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო პრობლე­მას ხედავს სახელ­მძღვა­ნე­ლოების ხელ­მი­საწ­ვდო­მობის თვალ­საზ­რი­სით, მი­სა­სალ­მებელია. მაგ­რამ ის გზა, რო­მე­ლიც სახელ­მწი­ფომ აირ­ჩია ვი­თა­რების გა­სა­უმჯობესებლად, უსა­მარ­თლოა და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­შიც სა­ზო­გა­დოებას სარ­გებელს მო­უ­ტანს. მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დე­ლი მიდ­გო­მით სა­მი­ნის­ტრო, ანუ პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნო თა­ვის თავ­ზე იღებს იმ პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტრი­რებას (მაგ. ფა­სების დად­გე­ნა, წიგ­ნის გა­მო­ცე­მა და სხვ.), რაც მი­სი მან­და­ტის ნა­წი­ლი ვე­რა­ნა­ი­რი ლო­გი­კით ვერ იქ­ნება და რის განხორ­ცი­ე­ლებასაც ვე­რა­სო­დეს ვერ შეძ­ლებს იმა­ვე ხარისხით ან ეფექ­ტუ­რობით, რო­გორც ამ ფუნ­ქციების­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია.

სი­მონ ჯანა­ში­ას აზ­რით, ამით სახელ­მწი­ფო პა­სუხის­მგებლობას იმ სა­კითხებზე იღებს, რა­ზეც საჯარო მოხელეების კომ­პე­ტენ­ცია ვე­რა­სო­დეს გა­უ­ტოლ­დება აკა­დე­მი­ურ სფე­რო­ში ან სა­გა­მომ­ცემ­ლო ბიზ­ნეს­ში ჩარ­თუ­ლების კომ­პე­ტენ­ცი­ას.

„სახელ­მძღვა­ნე­ლოს შე­მუ­შა­ვების პრო­ცე­სი რთუ­ლი, შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სი­ა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ვეს­ტი­ციებს ითხოვს გა­მომ­ცემ­ლის მხრი­დან. მა­ღა­ლი ხარისხის წიგ­ნი რომ შე­იქ­მნას, სა­ჭი­როა დი­ზა­ი­ნე­რის, რე­დაქ­ტო­რის, ავ­ტო­რების, ფსი­ქო­ლო­გების, მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტების, დამ­კაბადო­ნებლის, კო­რექ­ტო­რის და სხვა დამხმა­რე პი­რების მუ­შაობა,“ - ამბობს გა­ნათ­ლების ექ­სპერ­ტი.

 

ია­ფად  ბეჭ­დვა­ზე  საუბარი იო­ლია, რო­ცა  გა­მომ­ცემ­ლობას   გამ­ზა­დებულ  საქ­მე­ზე ჩა­ე­ნაც­ვლები 

 

„გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტრო გა­მომ­ცემ­ლობებს აყაჩაყებს. ამას ჰქვია სახელ­მწი­ფო რე­კე­ტი და ჩვენ მათ ამის სა­შუ­ა­ლებას არ მივ­ცემთ.  სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რებთ ამ გა­დაწყვე­ტი­ლებას, სტრასბურ­გამ­დე მი­ვალთ. ასე­თი რამ არა­ვის გა­უ­კე­თებია,“ - ამბობს გა­მომ­ცემ­ლობა     „ინ­ტე­ლექ­ტის“ დი­რექ­ტო­რი კახმეგ კუ­და­ვა.

„ია­ფად ბეჭ­დვა­ზე საუბარი იო­ლია, რო­ცა გა­მომ­ცემ­ლობას  გამ­ზა­დებულ  საქ­მე­ზე ჩა­ე­ნაც­ვლები, გრი­ფი­რება გავ­ლი­ლი, აკ­რე­ფილ-გა­რე­დაქ­ტი­რებულ-გა­კო­რექ­ტი­რებული, და­კაბადო­ნებული და  ყვე­ლა სა­გა­მომ­ცემ­ლო ეტაპ­გა­მოვ­ლი­ლი სახელ­მძღვა­ნე­ლოს ელექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სიები, კომ­პაქ­ტდის­კზე ჩა­წე­რი­ლი, სა­მი­ნის­ტრო­ში გაქვს და­ტუ­სა­ღებული და ის­ღა დაგ­რჩე­ნია, მხოლოდ  სტამბის ხარჯი გა­ი­ღო და დაბეჭ­დო. აღა­რა­ფერს ვამბობთ იმა­ზე, რომ  სა­ავ­ტო­რო  უფ­ლებები  აღ­ნიშ­ნულ სახელ­მძღვა­ნე­ლოებზე გვე­კუთ­ვნის იმ  გა­მომ­ცემ­ლობებს, რომ­ლებმაც მო­ვამ­ზა­დეთ ეს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი    და   რო­მელ­თა     „გვერ­დზე   გა­წე­ვა­საც“   გუ­ლისხმობს თა­მა­შის ახალი წე­სები,“ - აცხადებს გა­მომ­ცემ­ლობა „ინ­ტე­ლექ­ტის“ დი­რექ­ტო­რი.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ფე­რი იმით და­იწყო, რომ  გა­ნათ­ლების სის­ტე­მა­ში მო­სულ­მა ახალ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა, გა­მო­აცხადა სახელ­მძღვა­ნე­ლოების ორი კონ­კურ­სი და გა­მომ­ცემ­ლობებს მოსთხოვა, რომ თი­თო­ე­უ­ლი სას­კო­ლო წიგ­ნის ფასს არ გა­და­ე­ჭარბებინა 10 ლა­რის­თვის.

„უშუ­ა­ლოდ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლეობის წინ, გა­ნათ­ლების მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა სა­გან­გებოდ დაიბარა გა­მომ­ცემ­ლები და წაგ­ვიყენა პი­რობა - დავ­თანხმებულიყავით სახელ­მძღვა­ნე­ლოების გრი­ფი­რების წეს­ში შე­ტა­ნილ მუხლს,“ - აცხადებს კახმეგ კუ­და­ვა. გრი­ფი­რების ახალი წე­სი იმ­პე­რა­ტი­უ­ლად აძ­ლევ­და უფ­ლებას სახელ­მწი­ფო და­წე­სებულებას, გა­დას­ცე­მო­და სა­ავ­ტო­რო (ქო­ნებრი­ვი) უფ­ლებები და გამხდა­რიყო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რების მფლობელი, მიუხედა­ვად გა­მომ­ცემ­ლის ნებისა.

მიუხედა­ვად იმი­სა, რომ, გა­მომ­ცემ­ლების აზ­რით, გრი­ფი­რების ეს ახალი წე­სი ეწი­ნა­აღ­მდე­გებოდა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 23-ე მუხლს, შე­უ­საბამო იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სსა და „სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯნა­ვე უფ­ლების შე­სახებ“ კა­ნონ­თან, ბატო­ნი კუ­და­ვა ამბობს, რომ ეს მოთხოვ­ნა უპი­რობო იყო - სხვაგ­ვა­რად კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლეობას ვერც ერ­თი გა­მომ­ცემ­ლობა ვერ შეძ­ლებდა. გარ­კვე­უ­ლი წნეხითა და შე­საბამი­სი ბერ­კე­ტების გა­მოყენებით, ხელი­სუფ­ლებამ შეს­ძლო გა­მომ­ცე­მელ­თა და­თანხმება.

მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა ეს ახსნა, რო­გორც აუ­ცი­ლებლობა ისე­თი პრობლე­მის სწრა­ფად აღ­მო­საფხვრე­ლად, რო­გო­რი­ცაა გა­მომ­ცემ­ლობების მი­ერ ტი­რაჟის გვი­ან ან არა­სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნობით დაბეჭ­დვა ბაზარ­ზე ხელოვ­ნუ­რი დე­ფი­ცი­ტი­სა და ფა­სის ზრდის მიზ­ნით. ოღონდ, დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის და­პი­რებით, თუ­კი ასე­თი რამ არ მოხდებოდა, მუხლიც არ ამოქ­მედ­დებოდა.

„დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა პი­რობა შე­ას­რუ­ლა. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლობაში ასე­თი რამ არ მომხდა­რა, შე­საბამი­სად, არც „აუ­ცი­ლებელი სა­ჭი­როებიდან გა­მომ­დი­ნა­რე“ ვი­თა­რება შექ­მნი­ლა და ახალი მუხლიც აუ­მოქ­მე­დებელ ნაღ­მად დარ­ჩა ძვე­ლი ხელი­სუფ­ლების კა­ნონ­შე­მოქ­მე­დებაში,“ -  აცხადებს   გა­მომ­ცემ­ლობა  „ინ­ტე­ლექ­ტის“ დი­რექ­ტო­რი და მი­იჩ­ნევს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ვი­ცე-პრე­მი­ე­რი ამ პრობლე­მებს სიღ­რმი­სე­უ­ლად არ იც­ნობენ და იმე­დოვ­ნებს, რომ ახალი ხელი­სუფ­ლება, რო­მე­ლიც წი­ნა­მორბედს სწო­რედ უკა­ნო­ნობას ედა­ვება, თა­ვი­სი სა­მო­მავ­ლო გეგ­მების სა­მარ­თლებრივ სა­ფუძ­ვლად უსა­მარ­თლოდ და­წე­რილ კა­ნო­ნებს არ შე­არ­ჩევს.

 

კე­თილ პროგ­რა­მას გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობლე­მები მოჰყვება 

გა­ნათ­ლების ყოფი­ლი მი­ნის­ტრი, დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი, რომ­ლის მი­ე­რაც ხელ­შეკ­რუ­ლებაში შე­ტა­ნი­ლი „მუხლი“ ახლან­დელ­მა გა­ნათ­ლების მი­ნის­ტრმა აა­მოქ­მე­და, „ნი­უ­პოს­ტთან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში მოს­წავ­ლე­თათ­ვის სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის უფა­სოდ გა­და­ცე­მის უარყოფით მხარეებზე საუბრობს.

მი­სი თქმით, ერ­თის მხრივ, ეს არის კე­თი­ლი პროგ­რა­მა, რო­ცა ყვე­ლა ბავშვს აძ­ლევ სახელ­მძღვა­ნე­ლოს, ეს კარ­გად ჟღერს, მაგ­რამ ამას გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მოჰყვება სე­რი­ო­ზუ­ლი პრობლე­მები. მას ასე­თი შე­და­რება  მოჰყავს: „მა­გა­ლი­თად, პუ­რი ღირს 70-80 თეთ­რი. ახლა რომ სახელ­მწი­ფომ გა­ნაცხადოს, ეს მძი­მე ტვირ­თად აწ­ვება ხალხს და ამი­ტომ, ჩვენ, სახელ­მწი­ფო, თა­ვად გა­ვა­კე­თებთ სახელ­მწი­ფო ქარხნებს, ფქვი­ლი რაც არის შე­მო­ტა­ნი­ლი, ამას წა­ვართმვთ შე­მომ­ტა­ნებს და ამ ფქვი­ლით გა­მო­ვაცხობთ პურს და ეს პუ­რი იქ­ნება უფა­სო ან ეღი­რება 10 თეთ­რი, და­მე­თანხმეთ, ეს მომ­გებია­ნი იქ­ნება ხალხის­თვის და ყვე­ლას მოგ­ვე­წო­ნება, რომ პუ­რი იქ­ნება უფა­სოდ მა­ღა­ზი­ა­ში. მე სულ მომყავს მა­გა­ლი­თად, რომ კო­მუ­ნიზ­მი მე­ტი კი არა­ფე­რი იყო - იყო ხორ­ცი, კა­რა­ქი ფიქ­სი­რებული ფა­სით, არ იყო კონ­კუ­რენ­ცია და ყვე­ლა­ფე­რი კვდებოდა. ასე­თი იდეები, შე­საძ­ლო­ა, ბევ­რი იყო. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლება მქონ­დეს იდე­ა, რომ შა­ქა­რი, რო­მე­ლიც შე­მო­დის, მო­დით, გა­ვი­გოთ რა არის მი­სი თვით­ღი­რებულება და წა­ვარ­თვათ შე­მო­მ­ტანს და თვით­ღი­რებულებით გა­ვი­ტა­ნოთ, ეს რას გა­მო­იწ­ვევს? ქვეყანას ეკო­ნო­მი­კა აღარ დარ­ჩება სა­ერ­თოდ“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1670
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია