დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზუგდიდელი პატიმრები კვლავ ქუთაისის ციხეში რჩებიან
2013/06/07 14:46:16

გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, ზუგდიდელი პატიმრების ზუგდიდის № 4 იზოლატორში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, არ დადასტურდა. ერთკვირიანი პროტესტის მიუხედავად,  პატიმრები კვლავ ქუთაისის №2  ციხეში  რჩებიან.  როგორც ციხის ადმინისტრაციაში ამბობენ, მათი გადაყვანა, ჯერჯერობით, არ იგეგმება. არაოფიციალური ინფრომაციით კი, ციხის ხელმძღვანელობა სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხს ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, დააბრუნებენ თუ არა ორი კვირის წინ ზუგდიდის იზოლატორიდან ქუთაისში  გადმოყვანილ პატიმრებს უკან. 

სამი მსჯავრდებულის: ლევან ეჯიბიას, გიგლა ინალიშვილისა და დიმიტრი თოლორაიას ზუგდიდის იზოლატორში დაბრუნებას, პატიმრების  ოჯახის წევრები ბოლო ერთი კვირაა ითხოვენ. მათი თქმით, პატიმრების ქუთაისის ციხეში გადმოყვანა უსაფუძვლოდ მოხდა და აქ მათ სიცოცხლეს  საფრთხე ემუქრება. ზუგდიდელი პატიმრების ნათესავებმა მთელი კვირის განმავლობაში პროტესტის სხვადასხვა საშუალებას მიმართეს. ერთ-ერთი პატიმრის ლევან ეჯიბიას მამიდამ ციხესთნ ხეზე ხელიც კი  მიიჭედა. პატიმრების ნათესავები, თავის დაწვასაც გეგმავდნენ, თუმცა ამ ეტაპზე პროტესტი შეწყდა. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი მხოლოდ დროებით შეწყვიტეს და იმ შემთხვევაში, თუ ციხის ადმინისტრაცია დანაპირებს არ შეასრულებს და პატიმრებს ზუგდიდში არ დააბრუნებენ, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია