დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვარციხჰესის დასახლებაში“ გზა გადაკეტეს
2013/04/01 14:50:48

წყალტუბოს რაიონის „ვარციხჰესის დასახლების“ მცხოვრებლებმა დღეს გზა გადაკეტეს, რომლითაც ისინი ქუთაისს უკავშირდებიან. მოსახლეობა ითხოვს, რომ სასწრაფოდ შერემონტდეს გზა, რომელიც რამდენიმეათეული წელია, რაც ამორტიზებულია. ადგილობრივების განცხადებით, მათ ასევე აწუხებთ კომპანია „კორდის“ მძიმეწონიანი ავტომობილები, რომლებიც ყოველდღიურად მოძრაობენ აღნიშნულ გზაზე, რის გამოც მტვერი დგება.

 „ვარციხჰესის“ მცხოვრებლებს წყალტუბოს გამგებელი ოთარ ჩიტაიშვილი შეხვდა, რომლის თქმით, აღნიშნული მაგისტრალის მომსახურება წყალტუბოს თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედის და ამის გამო მათ არ აქვთ უფლება, შეაკეთონ

მისივე განცხადებით, ეს გზა ეკუთვნის „ვარციხჰესის კასკადს“ და, შესაბამისად, ვალდებულებაც მისი შეკეთებისა ამ ორგანიზაციას აქვს.
ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლებისაგან მოქმედებებს ითხოვენ.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1788
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია