დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი "ნაციონალები" საკრებულოს დეპუტატს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ
2013/08/09 23:05:54

დღეს, საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია გოქაძემ,  საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი მამაუკა მღვდელაძე ნეპოტიზმში დაადანაშაულა. მისი თქმით, ქუთაისის მერიის სამაშველო–სახანძრო სამსახურში    მღვდელაძემ საკუთარი ძმა საპასუხსიმგებლო თანამდებობაზე დანიშნა, რითიც კიდევ ერთხელ გამოვლინდა ნეპოტიზმის ფაქტი.

"ეს ადამიანი დაკავებულია საკუთარი ნათესავებისა და ოჯახის წევრების დასაქმებით. იგივეს გააკეთებენ ახლაც. კონკურსის შედეგადაც აირჩევენ საკუთარ ახლობლებს", –ამბობს გია გოქაძე და მერიაში  დაანონსებულ კონკურსს უნდობლობას უცხადებს.

ნეპოტიზმის ფაქტს უარყოფს თავად "ქართული ოცნების" დეპუტატი.  მღვდელაძე მიიჩნევს, რომ მისი ძმა  ჭაბუკი მღვდელაძე თავის დროზე უსამართლოდ გაუშვეს დაკავებული თანამდებობიდან, შემდეგ კი  მოხდა მისი აღდგენა  სამსახურში, რაც ნეპოტიზმი არ არის.

"არავის არ დაუწინაურებია, ან ახალ თანამდებობაზე არ დაუნიშნავს იგი.  აღადგინეს იქ, საიდანაც უსამართლოდ გაუშვეს სამი წლის წინ. ჩემი ძმა რომ ჩემს გამო იდევნებოდა 9 წელი, ესეც საკმარისია. არავითარი ნეპოტიზმი აქ არ არის",–ამბობს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე.

ჭაბუკი მღვდელაძე ქუთაისის მერიის სახანძრო–სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან სამი წლის წინ გაათავისუფლეს.  განყოფილების ყოფილი უფროსი მოგვიანებით ავტოქარხანაში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მუშაობდა, საიდანაც მღდელაძის მტკიცებით, ასევე უსამართლოდ, პოლიტკური ნიშნით გაათავისუფლეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია