დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანო მერაბიშვილი: „მთავრობა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე საწრაფოდ უნდა გადავიდეს...“
2013/01/28 18:09:11

ვანო მერაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. იგი აღნიშნავს, რომ  მის მიერ ეკონომიკური კრიზისის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ის მაჩვენებლები, რაზეც ჩვენ 22 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე ვისაუბრეთ და რომელსაც საქართველოს მთავრობა უარყოფდა, დადასტურდა 25 იანვარს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებით. უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, სხვა მონაცემებიც გამოქვეყნდება, როგორიც არის დღგ-ს ბრუნვების, სესხებისა და დეპოზიტების და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლები, რაც აგრეთვე ჩვენს მიერ დასახელებულ ციფრებს დაემთხვევა. აღნიშნული ადასტურებს, რომ მთავრობა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე სასწრაფოდ უნდა გადავიდეს და გადამჭრელი ზომები მიიღოს, რათა საბიუჯეტო კრიზისი თავიდან იქნას აცილებული“, – წერს მერაბიშვილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია