დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტები დასაქმებას ითხოვენ
2013/06/04 15:35:42

„კი ნუ გვართმევთ, დაგვასაქმეთ!“ – ამ მოთხოვნით შეიკრიბნენ სტუდენტები დღეს, წერეთლის უნივერსიტეტის ეზოში. სტუდენტები აქციით მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სტუდენტების საზაფხულო დასაქმება გაუქმდა.

დავით კიკუტაძე,სტუდენტი: „სტუდენტების დასაქმების პრობლემა ისედაც მწვავედ დგას ქვეყანაში და ამ ერთჯერადი დასაქმების გაუქმებაც არასწორია ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ შევიკრიბეთ დღეს აქ და მოვითხოვთ, მწირი ეკონომიკური პირობების ფონზე, ნუ გაამწვავებენ ვითარებას, დააბრუნონ აღნიშნული პროექტი და სტუდენტებს ერთჯერადად დასაქმების საშუალება მისცენ.“

შაკო ჩიხლაძე, სტუდენტი: „დასაქმების პრობლემა გააუქმო მხოლოდ იმიტომ, რომ ის წინა ხელისუფლების მოგონილია, არასწორია, თუკი არ მოსწონთ, მაშინ თვითონ შეცვალონ რაიმე უკეთესით და არ გააუქმონ. სტუდენტებისთვის ეს მცირედი თანხაც მნიშვნელოვანია.  დასაქმების პროგრამა ნამდვილად კარგი გზავნილი და დამატებითი სტიმული იყო სტუდენტებისათვის. იმედია, ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას და მსგავსი სამუშაოები კვლავ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აქცია დღეს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართა. ქუთაისელი სტუდენტების საპროტესტო აქცია სოციალურ ქსელ facebook-ში დაიგეგმა და მას სტუდენტთა მცირედი ჯგუფი შეუერთდა. 

სტედუნტთა დასაქმების პროგრამა გასულ წლებში მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც ზაფხულში სტუდენტები სხვადასხვა ფირმებში ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ და შესაბამის ანაზღაურებას იღებდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია