დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვამბობდი, რომ არსებობს საფრთხე...“ – მიხეილ სააკაშვილი
2012/12/19 14:42:22

საქართველოს პრეზიდენტი „ექსპოჯორჯიაში“ გამართულ გამოფენას დაესწრო, გამოფენა წარმოდგენილი იყო სახელწოდებით - „ჰოლანდიელი არქიტექტორების დღეები საქართველოში“.

მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის აეროპორტის მაკეტიც ნახა და იმ ჰოლანდიელ არქიტექტორებსაც შეხვდა, რომლებმაც ეს აეროპორტი დააპროექტეს. გამოფენის დათვალიერების შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება აღმშენებლობის პროცესისა და არქიტექტურული კულტურის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მიუღებელია ყველა ის მოწოდება, რომელიც ნგრევის პროცესს უკავშირდება.

პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ მოველნებზე.მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ „მნგრეველთა ბრიგადაა“და  საქართველოში თალიბანიზაციის საფრთხე არსებობს. 

„გუშინ კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, გამოაცხადა მასშტაბური გეგმა ნგრევის პროგრამის შესახებ. თანამედროვე ეპოქაში ერთადერთი მაგალითი პოლიტიკური ნიშნით ნგრევის ავღანეთში არსებობს თალიბანების მიერ განხორციელებული. არა მგონია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველომ თავი უნდა მოიჭრას მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი თანამედროვე შენობების ნგრევით. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაინგრეს. უნდა დაინგრეს არა მხოლოდ როგორც ორგანიზაცია, არამედ როგორც მომავალი, თქვა მთავრობის წარმომადგენელმა ერთ-ერთმა მინისტრმა. ჩვენმა ხალხმა ხმა მისცა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა ნგრევას. არჩევნების წინ ვამბობდი, რომ სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს მნგრეველთა დიდი ბრიგადა და სასაცილოდ, ეს ყოფნიდა ძალიან ბევრს, რომ, აი, სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, აზვიადებს. სამწუხაროდ, ისინი ამ დაპირებას ასრულებენ. ყოველ შემთხვევაში, გვპირდებიან, რომ შეასრულებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჰოლანდიელი არქიტექტორების დღეები საქართველოში“ ჰოლანდიის საელჩოს ინიციატივით იმართება და 15 წამყვანი ჰოლანდიური კომპანია იღებს მონაწილეობას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ნოვაციური არქიტექტურული პროექტებით არის ცნობილი. გამოფენას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში პიტერ ლანგენბერგი სტუმრობდა.

 (ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1859
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია