დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შემოსავლების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
2013/05/22 22:27:06

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის  ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

როგორც შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმციაშია აღნიშნული, მემორანდუმი  საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის გამოვლენის მიზნით თანამშრომლობას გულისხმობს.

ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს შორის.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების გამოვლენის მიზნით, ერთობლივი უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნა. ჯგუფი საქმიანობას განახორციელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ისე როგორც, კინოლოგიური პროექტის იმპლემენტაცია.

პროექტი ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1838
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია