დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშილი: „არავინ იფიქროს, რომ გავურბივარ პასუხისმგებლობას“
2012/11/22 13:27:36

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ აღმოჩნდება, რომ მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა ეფექტურად მართავს ქვეყანას. „მე წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება ის გეგმები, რაც მაქვს და დავტოვებ ეფექტურ მთავრობას. თუ გაჩნდება ეჭვი ხელისუფლების ხელმოცარულობის და წარუმატებლობის შესახებ, მე დავრჩები ბოლომდე და ვიბრძოლებ ბოლომდე, შემდგომი არჩევნების დროსაც, არავინ იფიქროს, რომ გავურბივარ პასუხისმგებლობას,“ - აცხადებს ივანიშვილი. არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებდა, რომ წელიწადნახევარში, მას შემდეგ, რაც ეფექტურ მთავრობას დატოვებდა ქვეყანაში, წავიდოდა პოლიტიკიდან და არასამთავრობო სექტორიდან გააკონტროლებდა მთავრობას. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ამ  გზით იგი დაეხმარება საქართველოს საზოგადოებას, ასწავლის, თუ როგორ უნდა აკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება, რაც არის იმის გარანტი, რომ გაძლიერდეს საზოგადოებრივი სექტორი და რამდენიმე ათეულ წელიწადში საქართველოში ჩამოყალიბდეს ევროპული საზოგადოება, როცა ერთ ხელისუფალზე არ იქნება დამოკიდებული ხელისუფლების ცვლილებები. „ამ პროცესებს ჩემი საზოგადოებრივ სექტორში გადასვლა დააჩქარებს,“–აცხადებს ივანიშვილი.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია