დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოხმაურება
გიორგი თევზაძე ზაზა ხატიაშვილის კრიტიკოსების პასუხად:არ არის საჭირო, თავის წარმოჩენა "პაპზე დიდ კათოლიკედ"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/24 19:15:37

უფლებადამცველი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი  გიორგი თევზაძე გამოეხმაურა ინტერნეტ გამოცემებით გავრცელებულ უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებას, ზაზა ხატიაშვილთან დაკავშირებით


 

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის, მიერ გავრცელებულ  განცხადებაში ნიკოლოზ მჟავანაძე მიუთითებს: „ბატონო ზაზა, ნუ საუბრობთ ადვოკატთა ასოციაციის სახელით, თქვენ ამის უფლება არ გაქვთ, რადგან ეს არ არის ასოციაციის პოზიცია. თუ ძალიან გსურთ დამნაშავე რეჟიმის გვერდზე ყოფნა, გადადით "ნაციონალურ მოძრაობაში" და დატოვეთ ადვოკატთა ასოციაცია".

 

როგორც უფლებადამცველის და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის,  გიორგი თევზაძის განცხადებაშია აღნიშნული: – „ნიკოლოზ მჟავანაძის  ეს განცხადება არაკორექტული და დაუსაბუთებელია, რადგან ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა კორპუსის მიერ, ასოციაციის წესდების შესაბამისად, ლეგიტიმურად არჩეული ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეა, რომელიც უფლებამოსილია, იმოქმედოს და გააკეთოს განცხადებები ასოციაციის სახელით.

 

გარდა ამისა, ზაზა ხატიაშვილი წარმოადგენს ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეს. შესაბამისად, ზაზა ხატიაშვილის დაინტერესება გოგა ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით ლოგიკური და კანონიერია. 

 

ასევე, გვსურს, მივმართოთ ყველას, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ადვოკატთა ასოციაციის იმიჯის საწინააღმდეგო განცხადებებს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ზაზა ხატიაშვილის პრინციპული ბრძოლა წინა ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე საზოგადაოდ ცნობილია და მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციურ დაცვაზე საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე.

 

ასევე შეიძლება გავიხენოთ, რომ საზოგადოებამ  სრულიად ლოგიკურად მიიღო ნიკოლოზ  მჟავანაძის მხრიდან გამოვლენილი მხარდაჭერა ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებზე. მითუმეტეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს ბიზნესმენი არ წარმოადგენს ბატონ ნიკოლოზ მჟავანაძის გაერთიანების წევრს.  ამიტომ არ არის აუცილებელი, შევეცადოთ,  ჩვენი თავი საზოგადოების წინაშე წარმოვაჩინოთ „პაპზე დიდ კათოლიკედ“, – აღნიშნულია გიორგი თევზაძის განცხადებაში.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია