დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოლიდარობა მედიასახლ „პალიტრას!“
2011/06/08 16:39:27

გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ და ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირი სოლიდარობას უცხადებს მედიასახლ „პალიტრას,“ რომელიც აერთიანებს ჟურნალ-გაზეთებს, რადიოსა და საინფორმაციო ვებ-გვერდებს.

გვინდა გვჯეროდეს, რომ „მედიაპალიტრის“ 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურის ერთდროულად შესვლა მხოლოდ რიგითი კანონიერი შემოწმებაა და საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობას.

იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება არ გადადგამს მცდარ ნაბიჯს და იმავე შეცდომას არ დაუშვებს, რაც მოხდა ტელე „იმედის“ შემთხვევაში. ამგვარი ნაბიჯი კიდევ უფრო ცუდ ზეგავლენას მოახდენს ქართული დემოკრატიისა და თავისუფალი მასმედიის განვითარებაზე.

მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოხატონ სოლიდარობა „მედიაპალიტრის“ მიმართ და ამ ნაბიჯით პატივი სცენ ქართული მასმედიის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია