დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შამუგია სანდრას არ დახვდაო და...
2009/12/28 13:23:57

მოკ­ლედ, რა ხდება ამ ქუ­თა­ის­ში, ვერ გე­ი­გებ, თუმ­ცა, ქუ­თა­ის­ში კი არა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა ხდება ისაა გო­ურ­კვე­ვე­ლი და ვერც ვე­რა­ვინ გეტყვის. რო­დის რა წა­მო­უფ­რენს ამ ჩვენ ხელი­სუფ­ლებას თავ­ში და რას გა­ა­კე­თებს, ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებს წი­ნას­წარ პროგ­ნოზს. მეც, ამხელა გა­მოც­დი­ლების კაცს, მი­ჭირს წი­ნას­წარ რა­ღა­ცეების გან­ჭვრე­ტა. არა­და, კი მო­გეხსე­ნებათ, რა­ვა­რი ალ­ღო­ი­ა­ნი ვარ.

ჩე­მი ამბავი რო ვი­ცი, ახლა მოვყვები თა­ვის ქებას და რა სათ­ქმე­ლიც მაქვს, ქე და­მა­ვიწყდება ამა­სობაში. არა­და, იმის­თა­ნა ამბავი გე­ვი­გე, თავ­ზე ეს ორი ბუწუ­წო თმაც კი ყალყზე და­მიდ­გა.

რა­ი­ო, რას ამბობენ, შა­მუ­გია რა­ტო წე­ვი­და და მი­ა­ტო­ვა მე­რი­ის შე­ნობაო? ხო, უამ­რავ მი­ზეზს ამბობენ, მა­რა სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მომხდა­რა, მე გეტყვით.

ამას­წი­ნეებზე ქუ­თა­ის­ში სან­დრა ყოფი­ლა ჩა­მო­სუ­ლი, ხო, იცით, სან­დრა, ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ლე­დი, ხოდა, ქე ცოდ­ნია ამ ჩვენ შა­მუ­გი­ას მი­სი სტუმ­რობის ამბავი, მა­რა უფიქ­რია კაცს, რა მოხდება, მე რო არ წე­ვი­დე და შე­ვე­გებო, აგერ, ხალხს გო­უშ­ვებ, იგე­ნი მი­ე­გებებიან და გო­უ­მას­პინ­ძლდებიან, რა­ფე­რაც პირ­ველ ლე­დის შე­ე­ფე­რებაო, და მე რაცხა საქ­მეებს მივხედავ აქი­თო.

უფიქ­რია და ქეც ას­თე გო­უ­კე­თებია. ჩა­სუ­ლა სან­დრა ქალბატო­ნი დე­და­ქა­ლაქ­ში და მოუხსე­ნებია თა­ვის ქმრის და მა­მა და მარ­ჩე­ნა­ლის­თვის, ე, ქუ­თა­ი­სის მე­რი არ დამხვდა, თვა­ლი­თაც არ მი­ნახიაო. ხოდა, გა­და­რე­უ­ლა მი­შა, რას ქვი­ა, ეგ მა­კად­რა, ჩემს ცოლს არ დახვდა და თავ­ზე არ მე­ე­ფო­ფი­ნაო.

ხოდა, და­ნარ­ჩე­ნი ამბები თქვენც კი იცით - სარ­ქი­საშ­ვი­ლების ოჯახი მე­ი­მი­ზე­ზა და ქე დე­იფ­რი­ნა „საწყალი“ შა­მუ­გია.

ვა­ი, დე­და, რა­ნა­ირ სახელ­მწი­ფო­ში ვცხოვ­რობთ! გა­გო­ნი­ლა, სად­მე იმის გუ­ლი­ზა გე­ენ­თა­ვი­სუფ­ლებიოთ კა­ცი თა­ნამ­დებობიდან, დე­დო­ფალს არ ეახლაო?! ამ შა­მუ­გი­ა­საც რა ქონ­და, ერ­თი, უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე, ის გა­მა­გებია.

ის­თე, რო და­დის სან­დრა პირ­ზე­ღი­მილ­გა­და­ფე­ნი­ლი და რო გე­გო­ნება, ღვთის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მტრე­დი­ა­ო, არც ას­თე ყოფი­ლა საქ­მე.

ქე უნ­და იყო თურ­მე მა­გას­თან ფრთხილად და მოკ­რძა­ლებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1600
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია