დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საია სახელმწიფო სამსახურებს გამჭვირვალობას უწუნებს
2012/05/23 16:32:10

23 მაისს სახალხო დამცველის ოფისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ანგარიშვალდებულება და და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა.

 

„ქალაქ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობა“ და „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“ - ასე ერქვა საიას მიერ ჩატარებულ კველვებს.

საია მონიტორინგის განხორციელების გზით შეეცადა გამოერკვია, რამდენად კანონშესაბამისად და პროცედურების დაცვით ხორციელდებოდა ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობისათვის სამუშაოების შესყიდვა, რამდენად ეფექტურად და მიზნობრივად ხდებოდა გამოყოფილი თანხების ხარჯვა, ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონდარღვევებს.

მონიტორინგის შედეგების ძირითადი საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი და მიღებული საჯარო ინფორმაცია.

საიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს არ მოეპოვებოდათ, რაც უგულვებელყოფს გამჭვირვალობის პრინციპს მაშინ, რომც საქმე ეხება ისეთ სახელმწიფო მნიშვნელობის მშენებლობას, როგორიცაა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.

გარდა ამისა, საიას მიერ სახელმწიფო სამსახურებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემის 10-დღიანი ვადებიც ხშირად ირღვეოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია