დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უნიკალური ჯიშის ხეების მოჭრა თუ ნაგვის ბუდის მოსპობა?
2012/06/18 13:17:27

„ფოლკლორის სახლის დირექტორის ინიციატივით, ამ სახლის ეზოში მოიჭრა ორი „ბარბარისის“ ჯიშის უნიკალური ხე. ძალიან გთხოვთ, აღნიშნული ქმედება არ დატოვოთ ყურადღების გარეშე და გაარკვიოთ, ჰქონდა თუ არა ამ ხის მოჭრის უფლება დირექტორს!“ - ასე მომართა გაზეთ „P.S.“-ის რედაქციას სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა.

 

ჩვენ დავინტერესით, თუ რა ხეებზე იყო საუბარი და არის თუ არა, მართლაც, ის უნიკალური ჯიშის ხე. ადგილზე მისვლისას ფოლკლორის სახლის დირექტორს, ქალბატონ ზეინაბ ბურჯანაძეს გავესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა რომ მათ რამდენიმე დღის წინ არა უნიკალური ჯიშის ხეები, არამედ - ეკლის ხეები მოჭრეს.

„მოჭრილი არის ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რამდენიმე წლის წინ, დარგული ეკლის ბუჩქი, რომელიც ნაგვის ბუდედ იყო ქცეული. არამგონია ზეინაბ ბურჯანაძე ის პიროვნება იყოს, უნიკალურ ხეებს ჭრიდეს. ეს ეკლიანი ბურდო იმდენად გადაიშალა, რომ აქ გავლაც კი შეუძლებელი იყო, მოსახლეობა აქვე ყრიდა ბოთლებსა და ნაგავს. რამდენჯემე გავასუფთავებინეთ დამლაგებელს, თუმცა ეს იმდენად ეკლიანი იყო, რომ ხელთათმანიც რომ გაგეკეთებინა, მაინც შეაღწევდა ხელში. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ აქ, ამ სკვერში, უკეთესი იქნებოდა, ერთიანი, ზამთარ-ზაფხულის ყვავილები გაგვეკეთებინა. ამასთან, ეს ეკლიანი ხეები სულაც არ გახლავთ ამოძირკვული, უბრალოდ გადავჭერით, და სამომავლოდ ისევ ამოიყრის.“ - განაცხადა ქალბატონმა ზეინაბ ბურჯანაძემ. 

იქ მცხოვრები მოსახლეობის აზრი ურთიერთსაწინააღმდეგოა. ნაწილი მოჭრილ ხეებს ნაგვის ბუდეს, ნაწილი კიდევ - სკვერის გამლამაზებელს უწოდებს.

„ნაგვის ბუდე იყო აქ, ათასი უბედურებას ყრიდნენ ბავშვები. ნამდვილად კარგი გააკეთეს, რომ მოჭრეს. ვენაცვალე მაგის მომჭრელს მე! გამოჩნდა ეს სასახლეც უფრო უკეთესად და ნამდვილად კარგია,“ - აცხადებს იქ მცხოვრები ლალი ადამაძე.

„ბუჩქი იქნება, ხე თუ ყვავილი, რა მნიშვნელობა აქვს, სამივე ალამაზებს ჩვენს გარემოს და ნამდვილად არ მივესალმები მის მოჭრას. ერთი პერიოდი საღორიის ტყეში მოსახლეობა საქეიფოდ დადიოდა და იქ ნარჩენებსაც ტოვებდა, მაგრამ უნდა მიმდგარიყო ხელისუფლება და აეჩეხა ტყე?! ეს როგორ შეიძლება!“ - ამბობს ნანა ჩაკვეტაძე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იურისტები თვლიან, რომ ნებისმიერ საჯარო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ხის ან თუნდაც ბუჩქოვანი ხის მოჭრისას, უნდა არსებობდეს შესაბამისი საბუთი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1835
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია